შაბათს დილის 9 საათზე დავაჭყიტე
თვალები.
გამიკვირდა რადგან შაბათ-კვირას ყოველთვის შუადღემდე მძინავს.თავს კარგად ვერ ვგრძნობდი,ძალიან სუსტად ვიყავი,არანაირი ენერგია,ყელის ტკივილის გამო ხმა შემცვლია.გავცივდი? არაა,ოღონდ ახლა არა.
თავს ძალა დავატანე და სიცხის საზომის ასაღებად გავედი გვერდით ოთახში.ისე ვიყავი თითქოს ერთი ნაბიჯიც და წავიქცეოდი.
ძლივს ძლიობით უკან საწოლში დავბრუნდი.ვლოცულობდი სიცხე არ მქონოდა.მაგრამ...39 მქონდა.
-ჯანდაბაა
-მარიამ რა ხდებაა?
-ლიზი არ მოხვიდე ახლოს სიცხე მაქვს არ მინდა გადაგედოს.
არადა დღეს გეგმები მქონდა. ტელეფონის ასაღებად გადავიწიე,როდესაც რეკვა დაიწყო.ვაჩე რეკავს.ალბათ ჩამოვიდა
- ვაჩე ახლა უნდა დამერეკა შენთვის და დამასწარი
-რა ხმა გაქვს? ხო მშვიდობაა?
-სიცხე მაქვს და საშინლად ვგრძნობ თავს
-რამდენი გაქვს?
-39 და რაღაც ხაზები
-სად აიკიდე ახლა ეს სიცხე
-ხო იცი არ გამიჭირდებოდა.უბრალოდ ცუდია რომ ვერ შევძლებ შენს ნახვას
-რა დროს ჩემი ნახვაა,სახლში იყავი და თავს გაუფრთხილდი.ბევრი ჩაი დალიე და წამლებიც მიაყოლე.თუ რამე დაგჭირდება დამირეკე
-რა მზრუნველი ხარ
-ყოველთვის პრინცესა
პრინცესა? ეს მე დამიძახა? იმედია სიცხის გამო არ მომესმა და მართლა თქვა.ღმერთო როგორ ვსულელობ.
საუბარი დავასრულეთ და ტელეფონი გადავდე.არაფრის თავი არ მაქვს, ძალაგამოცლილი ვარ.
ისე ჩამეძინა,ვერც გავიგე.
მთელი დღე მხოლოდ ლიმონის ჩაის ვსვავ ტანჯვით.
წესივრად ვერ ვჭამ ყელის ტკივილის გამო,ნერწყვის გადაყლაპვაზე ზედმეტია საუბარი.საშინლად ვგრძნობ თავს.* * *
ორ დღიანი ავადმყოფობის შემდეგ თვალებში გამოვიხედე.მიხაროდა რომ ეს ყველაფერი დასრულდა,მაგრამ ვაჩე ვერ ვნახე.ალბათ უკვე ბათუმში წავიდა.
მზრუნველობას არ მაკლებდა,სულ მკითხულობდა და ექიმივით რჩევებს მაძლევდა.ტელეფონი ავიღე და დავურეკე
-ვაჩე რას შვები?
-ახლა გავიღვიძე და დარეკვას ვაპირებდი როგორ ხარ?
-თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ უკეთესად
-ანუ დღეს შეძლებ გამოსვლას?
-ბათუმში არ წახვედი?
-შენი ნახვის გარეშე როგორ წავიდოდი
-ძალიან მიხარია
დავთქვით დრო და ადგილი სად შევხვდებოდით ერთმანეთს.
ბედნიერი ვარ?ძალიან.
ჩემს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი გამოჩნდა და როგორ გინდა რომ ბედნიერი არ იყო.* * *
დაუვიწყარი გრძნობა,როდესაც მისი დანახვისას გეუფლება.მისი სურნელი,რომელიც თავს მშვიდად გაგრძნობინებს.ჩახუტება,რომელიც პეპლებს თავისუფლებას აძლევს...მომენტი,როდესაც ხვდები რომ ის იპოვნე.
დათქმულ დროს იქ მივედი და ის უკვე იქ იყო.
-რა პუნქტუალურია.
გავიღიმე და მისკენ წავედი.თავიდან ვერ შემამჩნია,ფიქრებში იყო გართული...
-ვაჩე დაბრუნდი ამ სამყაროში
-პრინცესა როდის მოხვედი?
კიდევ პრინცესა? ეს რამე მინიშნებაა?
-ამ წამს
-ბოდიში ვერ შეგამჩნიე
-ეგ არაფერი
ბევრი სეირნობის და ბევრი ლაპარაკის შემდეგ უკვე სახლში უნდა წავსულიყავი.
-რამოდენიმე დღეში უკან ვბრუნდები
სევდიანმა მითხრა...
-რამოდენიმე დღეში მე ბათუმში მივდივარ
მეც დავაყოლე და ამ სიტყვების გაგონებისას მის სახეზე ღიმილი დავინახე.ის ღიმილი, რომელმაც პირველი დანახვისას მომაჯადოვა.
-ვიფიქრე აქედან ერთად წავსულიყავით.თუ უკვე ბილეთი აღებული არ გაქვს
-არა, ხვალ უნდა ამეღო ბილეთი.
ძალიან გამიხარდა მარტო აღარ ვიმგზავრებ...
თვალებში გაშტერებული ვუყურებდი.იმ იდუმალ თვალებში ვერაფერის ამოკითხვას ვცდილობდი და უცებ მისი ტუჩები ლოყაზე ვიგრძენი. არ მოველოდი.თითქოს და არაფერი მაგრამ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.* * *
სახლში მისვლისას ჩემი გამოფხიზლება დედაჩემის ხმამ შეძლო...
-ხვალ რომელზე წავიდეთ?
-პირველისკენ გავიდეთ
-კარგი დეე
ოთახში შევედი დასაძინებლად და ტელეფონი განათდა,შეტყობინება იმ ადამიანს ეკუთვნის,ვინც ასე გათიშული დამტოვა
-ტკბილი ძილი პრინცესა <3
YOU ARE READING
ფერადი გოგონა
Dragosteისტორია მოგვითხრობს ექვს თინეიჯერზე,რომლებმაც ერთმანეთი იპოვეს სამუდამოდ <3