საღამოს 06:00 საათია.
სამეცადინო,რაც მქონდა ყველაფერი მოვრჩი და კმაყოფილი ფილმების საყურებლად მოვკლათდი.მანამდე კი სამზარეულოდან სნექები მოვიტანე.
აბა ისე როგორ იქნება,ფილმები სნექების გარეშე არაფერია.
,,ბედია ვარსკვლავის ბრალია".ფილმის დასასრული სევდიანია, რაღაცნაირად იმოქმედა ჩემზე.რამე კომედიურის ყურება გადავწყვიტე, როდესაც შეტყობინება მომივიდა,რადგან ფილმი ჩართული არ მქონდა,თამამად დავხედე ტელეფონს.არ მიყვარს ფილმის შუა გზაში მიტოვება.
-გამარჯობა,მარიამ
ჩვენი იდუმალთვალებიანიც გამოჩნდაა
-სალამიი
რატო ავფორიაქდი? მეც ახლა ინგლისის პრინცს არ ვწერდე.
-რას შვები?
-ფილმს უნდა ვუყურო შენ?
-ბათუმში ვბრუნდები
-ძალიან კარგი
ვიგრძენი რომ გული დამწყდა.ვხვდები რომ ძალიან მცირე იყო ჩვენი შეხვედრა.იმის მერე აღარ მოუწერია,მეც ტელეფონი გადავდე და ისევ ფილმს მივუბრუნდი...
* * *
ღამის 12:00 საათი ყოფილა უკვე.
ფილმებს ისე შევყევი ვერ გავიგე დრო როდის გავიდა.
ტელეფონი დასატენი ყოფილა და სატენზე შევაერთე.ჩართვისას პირველი ვაჩეს გამოგზავნილი ვიდეო დამხვდა.
ბათუმის ვიდეო ყოფილაა
რა ლამაზია ბათუმი, ჩემი ზღვისპირა ქალაქიი.
-ყველაზე ლამაზი ქალაქია ბათუმი
-კი გეთანხმები,მარიამ
ამ ბიჭს ახლა სულ ბათუმის ვიდეოებს გამოვაგზავნინებ.
ხომ შემეძლო აქამდე მარიამისთვის და ქეთისთვის მეთქვა, მაინცდამაინც ვაჩეს უნდა გამოვაგზავნინო ხო. ჩემი თავი ძალზედ მაკვირვებს.
ზაფხულიც მოდის,ისე მალე გადის დრო თითქოს ჩვენთან ყოფნა არ აინტერესებს.ნაწყენია?გაბრაზებულია? თუ რატომ არ უნდა ჩვენთან ყოფნა?
ვაჩემ სულ რამოდენიმე დღეში მოახერხა ჩემი ცხოვრების და ფიქრების არევა.უბრალოდ გატაცებაა? მინდა რომ ვცდებოდე.
-გიყვარს ბათუმი?
-მიყვარს? მიყვარს კი არა ვგიჟდები.
-მიხარია ამის გაგებაა
მთელი ღამე მასთან წერაში გავატარე.
ხან ბათუმზე ვსაუბრობდით,ხან ჩვენს გეგმებს ვუზიარებდით ერთმანეთს.გამთენიისას დავემშვიდობე,რადგან ძალიან მეძინებოდა და ვეღარ ვქაჩავდი.
ტელეფონი გვერძე დავდე და კმაყოფილმა დავიძინე.* * *
გაღვიძებისას ცოტახანი საწოლში გავჩერდი და ტელეფონის სქროლვა დავიწყე.მარიამმა სქრინი გამომიგზავნა,სადაც ჩელენჯი ეწერა
,,ციდან ჩემს გამო ჩამოვარდი ანგელოზო?".
მომეწონა და დავაპირე ვაჩესთან ამ ჩელენჯის მიწერა.
ახლა მშვიდად შემეძლო მის შეტყობინებას დავლოდებოდი.
მიწერიდან ორი საათის შემდეგ მიპასუხა
-კი!
-ბოდიში მეძინა და მალევე ვერ გიპასუხე
-რისი ბოდიშიი
ისეთი საყვარელია მეშინია რამის თქმა არ მინდა იმედები გამიცრუვდეს.
YOU ARE READING
ფერადი გოგონა
Romanceისტორია მოგვითხრობს ექვს თინეიჯერზე,რომლებმაც ერთმანეთი იპოვეს სამუდამოდ <3