და მაინც...რა არის სიყვარული?დაავადებაა?რომელიც ადამიანს თავიდან ჭკუას აკარგვინებს და ღრუბლებში აფრენს,შემდგომ კი ტკივილს აყენებს. ის მოულოდნელად მოდის და იპყრობს ჩვენს გულებს,ისე რომ ჩვენც ვერ ვიაზრებთ როგორ და რანაირად მოხდა ეს.
,,სიყვარული, ყველაზე მომაკვდინებელი ყველა მომაკვდინებელ სენთაგან - კვდები მაშინაც, როდესაც გიყვარს და მაშინაც,როცა უსიყვარულოდ ცოცხლობ." ლორენ ოლივერი.* * *
მალევე ფიქრი შევწყვიტე და გარეთ გავედი.ცოტახანი აივანზე ყოფნის შემდეგ უკან დავაპირე შესვლა,როდესაც შემთხვევით იმ იდუმალთვალებიან ბიჭს შევეჯახე
-უკაცრავად
-არაფერია
-შესვლას აპირებდი და დაგეჯახე,მაპატიე
-არაუშავს,არაფერი მომხდარა სერიოზული_შესვლა გადავიფიქრე.
არადა სულ, რაღაც წამების წინ შიგნით შესვლა მინდოდა.მარიამ რა გემართება?ჩემს თავს ვუსმევ კითხვებს,მაგრამ პასუხი, არც ერთ კითხვაზე არ მაქვს.ცოტანის შემდეგ, ფიქრებში გართული უეცრად მისი,არც თუ ისე ბოხი ხმა მაბრუნებს რეალურ სამყაროში:
-ასე ჩუმად ხომ არ ვიქნებით, მითხრი შენი სახელი?
-მარიამი შენ?
-ვაჩე,სასიამოვნოა
-ჩემთვისაც* * *
უამრავი საერთო აღმოგვაჩნდაა.
გამომიცხადა აქ არ ვცხოვრობო.
-აბა სად ცხოვრობ?
მეგონა მიპასუხებდა რომ საზღვარგარეთ ვცხოვრობო, მაგრამ პასუხი სხვანაირი მივიღე
-ბათუმში ვცხოვრობ
ამ პასუხს არ ველოდი.
გამიხარდა,მაგრამ ყველანაირად ვეცადე ეს გახარება დამემალა.
სხვადასხვა თემას ვედებოდით და ვსაუბრობდით,ამ დროს კი ვფიქრობდი,თუ რატო გავუშინაურდი ასე? მისი ხმა,მისი ღიმილი,თვალები და თვითონ ის. რა მემართებოდა ვერ ვხვდებოდი.
უკვე სახლში წასვლის დრო იყო.ვიცოდი რომ მასთან კიდევ შეხვედრის მცირე შანსები იყო.
არვიცი რანაირად მაგრამ ფაქტია რომ მან შეძლო და ჩემი ფიქრების მთავარ პერსონაჟად იქცა.
სახლში მისვლისას ძალიან დაღლილი ჩემს ოთახისკენ ავიღე პირდაპირ გეზი.ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა,ყურადღება არ მიმიქცევია,უბრალოდ დავხედე რომ გამეგო საიდან იყო.გახსნით არ გამიხანია.გადავდე ტელეფონი, ბალიშზე თავი დავდე და გავითიშე.* * *
გათენებულა...მზეც ამოსულა
დღეს კვლავ სახლში დარჩენა გადავწყვიტე.იმედია დღეს,მაინც გამომივა,თორემ გუშინ დაგეგმილი სახლში დარჩენის იდეა ჩამეშალა.ისევ ფიქრებში გადავეშვი. რომ არ წავსულიყავი მას ვერ ვნახავდი.არვიცი რა იყო ამ ბიჭში ასეთი,რომ გაღვიძების წუთიდან მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტ. ვცდილობდი აღარ მეფიქრა,მარა არ გამომდიოდა.ყურადღების გადასატანათ ტელეფონის აღება გადავწყვიტე.გუშინდელი შეტყობინება კი ბატონ იდუმალთვალებიანს ეკუთვნის.Vache Akhvediani მეგობრობრობას მიგზავნის.არა რაა ეს ბიჭი ნამდვილი ტყიპაა,ყველგან როგორ შეიძლება იყოს.ჯერ ჩემი ფიქრები დაიპყრო,ახლა ტელეფონს მიადგა.დაფიქრება მაინც დავიწყე დამემატებინა თუ არა.
საერთოდ მინდოდა? კი? ეგეც არ ვიცოდიი.
ტელეფონი გადავდე და ყავის გასაკეთებლად სამზარეულოში გავემართე.
ოთახში შემობრუნებისას შეტყობინებას დავცქეროდი.არვიცოდი რა გამეკეთებინა.გული,ისე იყო თითქოს გამოვარდებოდა და დათანხმდებოდა მეგობრობის თხოვნას.გაურკვევლობაში ვარ.ჩემი ფიქრები რადიკალურად შეიცვალა,სულ მასზე მეფიქრებოდა.ვიხსენებდი მას,მის ღიმილს,რომელმაც ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო. მასზე ფიქრში გართული ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.გოგოები რეკავდნენ ჯგუფში.მათთან ლაპარაკი ყოველთვის ხალისიანია.ღმერთო რა კარგები არიან.მოვუყევი მათ,ჩემი ამბები და ისაც ვუთხარი რომ ვერ გადამიწყვეტია დამემატებინა თუ არა.
-დაიმატე, ამდენი ხანი რათ უნდა ფიქრი?
წამოჭრა მარიამმა სიტყვა,რომელსაც თამამად ქეთიც დაეთანხმა.
-ხო,მიდი დაიმატე ნუღა წელავ დროს. ამდენი ფიქრის შემდეგ დავიმატე.
YOU ARE READING
ფერადი გოგონა
Romanceისტორია მოგვითხრობს ექვს თინეიჯერზე,რომლებმაც ერთმანეთი იპოვეს სამუდამოდ <3