SEUNGMIN :
ვკანკალებ, მაგრამ სიცივეს ვერ ვგრძნობ. შოკის გამო ნორმალურად ისიც არ მახსოვს, როგორ მომიყვანა ჩევონმა ჩემს სახლამდე.
მაშინვე ოთახში შემიყვანა და საწოლზე ჩამომაჯინა.- მე უნდა წავიდე, იმედი მაქვს თავს მარტო გაართმევ... - ნაზი ხმით მითხრა და მომეხვია. ვიგრძენი, რომ მასაც სციოდა. წამოვდექი და კარადიდან დიდი ჰუდი გამოვიტანე, რომელიც კაბასავით ექნებოდა თუ ჩაიცმევდა. ჩემი სამუშაო მაგიდიდან ფურცელი და კალამი ავიღე.
დავუწერე:"სველი ტანსაცმელი გამოიცვალე, თორემ გაცივდები." - მეთქი
გაეღიმა, როცა წაიკითხა და ჰუდი გამომართვა.
- სააბაზანო საით არის, იქ გამოვიცვლი.
თითით ჩემი ოთახის წინ მდებარე კარზე მივანიშნე. ისევ გამიღიმა და სააბაზანოში შევიდა.
2 წუთი არ იქნებოდა გასული, რომ მისმა ტელეფონმა დარეკა, რომელიც ჩემს ოთახში ჰქონდა დატოვებული. გადავწყვიტე ჩევონისთვის ტელეფონი მიმეცა. სააბაზანოს კარი მე სულელმა დაკაკუნების გარეშე შევაღე. შიგნით წელს ზემოთ შიშველი ჩევონი დამხვდა, მხოლოდ ქვედა კაბა და შავი ლიფი ეცვა. შეკრთა, როცა შევედი და ტანზე ხელები მიიფარა. მეც თავი მისგან საპირისპირო მხარეს გავაბრუნე, მაგრამ კარგად დავინახე მისი ლამაზი ტატუ.
მძიმე ნერწყვი გადავყლაპე. თავს ძლივს ვიკავებდი ისევ მისკენ გახედვისგან. ტელეფონი გავუწოდე, რომელიც წკრიალს არ წყვეტდა.
მაშინვე გამომართვა და სააბაზანო საჩქაროდ დავტოვე. ოთახში შევვარდი, ფურცელი და კალამი ავიღე და წერა დავიწყე.
YOU ARE READING
მუნჯი სიყვარული
Разное✔️დასრულებული✔️ მუნჯი ბიჭის ისტორია, რომელიც სკოლაში ბულინგის მსხვერპლია გარდაცვლილი დედამისის ძველი საქმიანობის გამო.