რამოდენიმე დღე გავიდა. ჯერ არ არის ამოწურული სასჯელის ერთი კვირა, ამიტომ სკოლაში თეიანი, სუნმინი და ჩევონი არ დადიან. სამი დღე დარჩა და მერე ჩვეულებრივად შეეძლებათ სკოლაში სიარული, თუ ისევ რამეს არ აურევენ. თეიანმა და მისმა "ძაღლებმა" დაგეგმეს როგორ გადაეხადათ სუნმინისთვის სამაგიერო. ყველაფერი სასჯელის ვადის გასვლამდე უნდა მოეგვარებინათ, უქმეებზე, რადგან ამ პერიოდში უფრო მოცლილები არიან ყველანი.
კვირის საღამო იყო. ჩევონი გარეთ გავიდა, რათა მაღაზიაში წასულიყო. პროდუქტების მაღაზია ქუჩის გადაღმა, სამი დიდი შენობის იქით მდებარეობდა. ქუჩაში ბევრი ადამიანი არ დადიოდა, ერთი ორი თუ გამოივლიდა. ამიტომ მშვიდად მიუყვებოდა გოგო თავის გზას, მაგრამ უცებ ბნელი კუთხიდან ვიღაცამ ხელი დაავლო და სიბნელეში შეაგდო.
- რა ხდება?! - დაიწივლა ჩევონმა და შეეცადა მათი სახეები სიბნელეში გაერჩია. უცებ ხელი გაუკავეს და მკლავში ძლიერი ჩხვლეტა იგრძნო. მალევე სიმსუბუქის გრძნობა დაეუფლა მთელ სხეულში და ვიღაც უცნობის ხელებში ჩაესვენა.
*******
დაახლოებით ნახევარ საათში სუნმინის ტელეფონზე მოდის შეტყობინება და პლუს მძინარე ჩევონის ფოტო იუჯუნისგან.
- ნახე ვინ გვყავს 😌 მალე მოდი და იმ წამლის ფულიც წამოაყოლე, თორემ ვეღარასოდეს ნახავ! პოლიციასთან დარეკვა არც კი იფიქრო!
- იუჯუნ შენი დედაც! სად ხარ?!
- როცა მომინდება მოგწერ.
- რას ნიშნავს მოგინდება?! ეხლავე მომწერე!
- ჯერ ცოტას გაწვალებთ... ორივეს!
- მომწერე-მეთქი!!
პასუხი არ დაუბრუნა. აფორიაქებულმა სუნმინმა კარადიდან დედამისის ოქროს ძვირფასი ყელსაბამი აიღო და სახლიდან გავარდა.
YOU ARE READING
მუნჯი სიყვარული
De Todo✔️დასრულებული✔️ მუნჯი ბიჭის ისტორია, რომელიც სკოლაში ბულინგის მსხვერპლია გარდაცვლილი დედამისის ძველი საქმიანობის გამო.