"რის თქმას აპირებდა ჰანსო, სანამ გული წაუვიდოდა?" - ეს ფიქრები მოსვენების საშუალებას არ აძლევდა სუნმინს.
და მაინც, რატომ იყო ესეთი დონის მსგავსება ამ ორს შორის?
ყველაფერი 18 წლის წინ დაიწყო...
ჰანსოს მამას, კიმ სომუნს საყვარელი ჰყავდა, რომელიც მისგან ორსულად იყო და დღე-დღეზე იმშობიარებდა. ამის გამო ის თავის ცოლს, ანუ ჰანსოს დედას დაშორდა. ამ პერიოდში ჰანსო 1 თვისაც არ იქნებოდა. მამამისის საყვარელმა-ნაბიმ ზუსტად იმ დღეს გააჩინა ბავშვი, როდესაც სომუნი თავის ცოლს დაშორდა . ნაბის ბიჭი შეეძინა და სუნმინი დაარქვა. მან საერთოდ არ იცოდა, რომ მისი შვილის მამას ცოლ-შვილი უკვე ჰყავდა. ანუ გამოდის, რომ სომუნმა თავისი საყვარელიც მოატყუა და ცოლიც. მას ბოლოს მაინც არავინ დარჩა. მისი ყოფილი ცოლიც არ მიიღებდა და არც ნაბი- ესეთი დიდი ტყუილის გამო.
ორივე ქალი მარტოხელა დედა გახდა. მაგრამ ნაბის შვილის, სუნმინის ბავშვობა უფრო რთული იყო ვიდრე ჰანსოსი. ეს უკვე იცით რატომაც. ჰანსოს დედა 2 წელიწადში სხვა კაცზე დაქორწინდა და მერე დაიბადა მისი დაც, სანა. რომელზეც ასე ზრუნავს. მოკლედ, ამ ორ ბიჭს ერთი მამა ჰყავს. ამიტომაა მათ შორის ესეთი დონის მსგავსება. სწორედ ამის თქმას აპირებდა ჰანსო, სანამ გონებას დაკარგავდა.ეგ ყველაფერი ჰანსოსთვის ამდენი წლის მანძილზე უცნობი იყო. არავის არ უთქვამს და არც არასდროს უცდიათ მასთან ამ თემაზე საუბარი მანამ, სანამ თვითონ არ გაარკვია.
ჰანსოს დედამისის მეორე ქმარი, ჰიუნი ეგონა თავისი ნამდვილი მამა. მაგრამ ძველი ფოტოების პოვნის შემდეგ ეჭვები გაუჩნდა. თან ჰიუნთან გადაღებული ფოტოები მას 2 წლამდე არ ჰქონდა. დედის ნივთებში ქექვისას ფოტო იპოვა, რომელიც 18 წლის წინ სამშობიაროშია გადაღებული. ამ ფოტოზე დედამისია გამოსახული, რომელსაც პატარა ჰანსო უჭირავს, დედას გვერდით ვიღაც კაცია ჩამომჯდარი და მასზე ხელი აქვს გადახვეული. "იქნებ ნათესავია?"-გაიფიქრა ამ ფოტოს დანახვისას თავიდან. მაგრამ ეს კაცი არასდროს არ ჰყავდა ნანახი. განაგრძო ფოტოებში ქექვა და ისეთი ფოტო იპოვა, რომ უკვე ყველაფერი ნათელი იყო.
ამ ფოტოზე დედამისის და ამ უცნობი კაცის ქორწილი იყო გამოსახული. თვალებს არ უჯერებდა ეგ რომ დაინახა. თან ბრაზიც მოერია, რადგან აქამდე დედას მასთან არ უსაუბრია მის ბიოლოგიურ მამაზე. ამ მომენტში ოთახში დედამისი შემოვიდა და გაშეშდა, როცა თავისი ატირებული შვილი დაინახა ძველი ფოტოებით ხელში.
YOU ARE READING
მუნჯი სიყვარული
Nezařaditelné✔️დასრულებული✔️ მუნჯი ბიჭის ისტორია, რომელიც სკოლაში ბულინგის მსხვერპლია გარდაცვლილი დედამისის ძველი საქმიანობის გამო.