𝑰𝑻𝑨𝑳𝒀:დათრგუნული მაფიოზი თავის მოკრძალებულ სავარძელში იჯდა და რაღაცაზე ფიქრობდა.
უცებ მის კაბინეტში მაღალი, შავგვრემანი, ხუჭუჭა ბიჭი შემოვარდა. ის მაფიოზის მარჯვენა ხელი, ანტონიო გახლდათ. ბიჭმა უფროსს თავი დაუკრა და ახალი ამბის მოხსენება დაიწყო.- ბოს, ყველაფერი უკვე მზადაა. 1 საათში თვითმფრინავში იქნებით და თქვენი სამშობლოსკენ, კორეისკენ გაემგზავრებით.- მიუგო ანტონიომ იტალიურად.
- ძალიან კარგი... - მაფიოზმა ისე წარმოთქვა ეს სიტყვები, რომ აშკარად არ ეტყობოდა აღტაცება.
- დროა ჩემს წარსულთან შესახვედრად მოვემზადო.
- ჩაილაპარაკა კაცმა და სავარძლიდან წამოდგა.ერთ საათში მართლაც უკვე აეროპორტში იყო. თვითმფრინავში ასვლამდე ბოლოჯერ ჩაისუნთქა იტალიის ჰაერი, გაიღიმა და ავიდა.
მრავალსაათიანი დამღლელ-დამქანცველი მგზავრობის შემდეგ მაფიოზი სამხრეთ კორეაში ჩავიდა.
აეროპორტში თავისი მძღოლი ელოდებოდა მანქანით.კიდევ 1 საათიც იმგზავრა მანქანით და როგორც იქნა თავის მდიდრულ სახლში მივიდა.
*****
რამოდენიმე ხნიანი ძიების შემდეგ, როგორც იქნა მაფიოზმა, ბატონმა სომუნმა მიაკვლია თავის ძველს ოჯახს. ეს საერთოდ არ გასჭირვებია, რადგან ძველი საცხოვრებლიდან არც ისე შორს გადასულან. მისი ყოფილი ცოლი სხვა კაცზე დაქორწინებულა და მისგან გოგონაც ჰყოლია. თავად მაფიოზის ვაჟი კი უკვე 18 წლის იყო. 18 წელი საერთოდ არ მოუკითხავს, რადგან ეშინოდა. სირცხვილი სტანჯავდა იმ საშინელი ღალატის გამო. და იმ თავისი შვილიანი საყვარლისაც რცხვენოდა, რადგან ისიც მოატყუა-დაოჯახებული არ ვარო. ამიტომ ორი ვაჟის დატოვება მოუწია და 30 წლის ასაკში იტალიაში წავიდა. იქ კლუბში დაიწყო მუშაობა დაცვად. შემდეგ კლუბის მაფიოზი დირექტორის, გაბრიელის პირადი მცველი გახდა. როგორც კარგი უფროსი და მცველი, ასევე ამის გარდა ისინი კარგი მეგობრებიც იყვნენ. ერთ დღეს გაბრიელი სასიკვდილოდ დაიჭრა. ამ კარგი მეგობრობის შედეგად მაფიოზის სიკვდილის შემდეგ სომუნს გადაეცა მისი ადგილი, რადგან გაბრიელს შვილები არ ჰყავდა და სომუნზე უკეთ არც არავის ენდობოდა.
YOU ARE READING
მუნჯი სიყვარული
Acak✔️დასრულებული✔️ მუნჯი ბიჭის ისტორია, რომელიც სკოლაში ბულინგის მსხვერპლია გარდაცვლილი დედამისის ძველი საქმიანობის გამო.