11,5

143 24 3
                                    

SEUNGMIN:

თვალებში შემოხედვას ვერ ბედავდა. თავჩახრილი ქვითინებდა, მე კი ვაკვირდებოდი მის ტანჯვას. იქნებ საერთოდაც მოჩვენებითი იყო ეგ ცრემლები.
მანქანის კარები გაბრაზებულმა მივხურე. მოვიხედე თუ არა ჩევონს შევეჩეხე.

- სუნმინ რა მოგივიდა? - მაშინვე ჩემთან მოვიდა.- შენ რა, ტირიხარ?

არაფერი ვუპასუხე. უბრალოდ მაგრად მოვეხვიე და უარესად ავტირდი. მთელი ჩემი დამპალი ცხოვრება თვალწინ მეხატებოდა, ვიტანჯებოდი მოგონებებით.

- რა გჭირს?- ვიგრძენი როგორ ანერვიულდა ისიც.

- ა..აქედან უნდა წა..ვიდე... - ტირილისგან ძლივს ამოვთქვი.

- კარგი წავიდეთ... - თავი დამიქნია და თავისი პატარა თითებით სახიდან ცრემლები მომაშორა.

თხუთმეტ წუთში უკვე ჩემს სახლში ვიყავით. ჩემს ოთახში საწოლზე ჩამოვჯექი, სახეზე ხელები დავიწყვე და ისევ ავტირდი. ჩევონი ხმას ვერ იღებდა. არ იცოდა რა ეთქვა. საწოლზე ფრთხილად ამოვიდა და უკნიდან ჩამეხუტა. სახიდან ხელები მოვიშორე და მკლავებზე შევახე, რომლებიც ჩემზე ნაზად ჰქონდა შემოხვეული. თავი კისერში ჩამირგო.

- რატომ ტირიხარ? - ისეთი ნაღვლიანი ხმით მკითხა, რომ გულზე მომხვდა და კიდევ ჩამომიგორდა ცრემლები.

- მეძინება... - მშვიდად ვუთხარი. წამოვდექი, ხელში ავიყვანე, საწოლზე დავაწვინე და გვერდით მივუწექი. - არ გაგიშვებ ამაღამ. - თავი გულზე დავადე და თვალები დავხუჭე.

- კარგად ხარ? - ისევ ისეთი ხმით მკითხა.

- ამაღამ არაფერი მკითხო გეხვეწები... უბრალოდ თავზე მომეფერე და დავმშვიდდები.- ჩუმად ამოვილაპარაკე და წელზე ხელები მაგრად მოვხვიე.

მაგის შემდეგ ხმა არ ამოუღია. ფრთხილად მეფერებოდა თავზე და ასე ჩაგვეძინა.

(თქვენი არ ვიცი და მე ასეთი სიყვარულის დაკარგვის მერე თავს ნაღდად მოვიკლავდი:))

AUTHOR:

მეორე დილაც გათენდა. უკვე სასჯელს ვადა გაუვიდა და დღეს უნდა წასულიყვნენ სკოლაში სუნმინი და ჩევონი. თეიანს კი რაც შეემთხვა, უკვე ცნობილია თქვენთვის.

დილის ექვს საათზე სუნმინმა თვალები გაახილა და ჩევონი დაინახა, რომელიც საწოლზე იჯდა და თმას ისწორებდა. ჩუმად მისკენ მიჩოჩდა და ზურგიდან ჩაეხუტა.
გოგო მოულოდნელი შეხების გამო შეხტა.

- შემაშინე. - ღიმილით წაიჩურჩულა ჩევონმა. - ეხლა უკეთ ხარ? წუხელ რა დაგემართა?

ბიჭმა დარდიანად ამოისუნთქა და მოყოლა დაიწყო.

- მამაჩემს შევხვდი. თურმე არაფერი არ ცოდნია ჩემი და დედას ცხოვრებაზე, ამიტომ ყველაფრის თავიდან ბოლომდე მოყოლა მომიწია.

- იკამათეთ?

- კი. ის არ მითქვამს ჰანსო რომ ჩემი ძმაა?

- რააა?!! - გოგო გაკვირვებისგან წამოხტა. - მართლა ძმები ხართ?

- კი. ერთი მამა გვყავს... - უხასიათოდ უთხრა ბიჭმა.

- არ გეტყობა სიხარული. - თვალებში მიაშტერდა ჩევონი, რათა გაეგო კიდევ რა აწუხებდა.


.....................

მუნჯი სიყვარულიWhere stories live. Discover now