სამსჯავრო

138 23 3
                                    

სუნმინმა დაიწყო ტელეფონების შემოწმება. მაგიდიდან პირველივე ტელეფონი აიღო, რომელიც თვალში მოხვდა და მაღლა ასწია.

- ამ ტელეფონის პატრონი წინ გამოვიდეს! - მთელს საკლასო ოთახში მისი მკაცრი ხმა გაისმა.
წამებში ორი ნაბიჯით წინ ერთი ბიჭი გამოვიდა.
- გამომართვი და პაროლი მოხსენი.- სუნმინმა ტელეფონი გაუწოდა თავჩახრილ ბიჭს, რომელსაც შიშისაგან მუხლები უკანკალებდა.
უხმოდ გამოართვა და პაროლი ახსნა. ყავისფერთმიანმა ეგრევე დაიწყო გაჩხრეკა. ცოტახანს ჩუმად იყო. უცებ ტელეფონიდან ბიჭზე გადაიტანა ზიზღით სავსე მზერა და
ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა გააკეთა. ეტყობოდა, რომ ძალიან გაბრაზდა.

- კენჯი! ჩევონთან ახლოს მიდი!- მკაცრი და ბოხი ხმით უბრძანა სუნმინმა ბიჭს. კენჯიმ მისი ბრძანება შეასრულა და გოგოს წინ დადგა. კითხვის ნიშანივით მოკუნტული ელოდა ჩევონი სახეში დარტყმით როდის დააჯილდოვებდა.
- წელში გასწორდი! - შემოუძახა სუნმინმა და თვითონ ჩევონის უკან დადგა.

- სუნმინ ვეღარ გცნობ. - წაიჩურჩულა ჩევონმა შეშინებული ხმით.

- ნუ გეშინია. - მხრებზე ხელები დააწყო ბიჭმა. - რაც ძალი და ღონე გაქვს დაარტყი. იმსახურებს!

ჩევონმა ძალა მოიკრიბა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და კენჯის მარჯვენა ლოყაზე ძლიერად დაარტყა. ამაზე ბიჭი წაბარბაცდა, მაგრამ მასთან უცებ სუნმინი მივარდა და უხეშად დააყენა ისევ ჩევონის წინ.

- ეხლა მეორე მხარეს, მერე ბოდიშს მოიხდი და ისევ შენს ადგილას დადგები. - მშვიდად თქვა ყავისფერთმიანმა და გოგოს ანიშნა, რომ ისევ დაერტყა. ჩევონი ესეც მოიქცა. გამწარებული კენჯი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
- თვალებში ჩახედე წესიერად! და ბოდიში მოუხადე! - გამოსაცოცხლებლად დაიყვირა სუნმინმა.
ბიჭი გასწორდა, სუნთქვა დაიმშვიდა და ხმამაღლა თქვა:

- ბოდიში!

თავისი ადგილისკენ წასასვლელად მოემზადა, რომ სუნმინმა მკლავში ჩაავლო და ისევ იქ დააყენა უხეშად.

მუნჯი სიყვარულიWhere stories live. Discover now