SEUNGMIN:
ჩემს ტელეფონზე მოსული მესიჯის მაღალმა ხმამ უცებ გამომაღვიძა. თვალები ნელა გავახილე, გვერდით გავიხედე და ჩევონი დავინახე. სუნთქვა შემეკრა, გავიფიქრე „რა გავაკეთე-მეთქი"... თვალები რამოდენიმეჯერ დავახამხამე და წუხანდელის გახსენება დავიწყე, რა დროსაც ისეთი ტკივილი ვიგრძენი თავში, რომ მეგონა დიდი აგური ჩამარტყეს. „ოჰ შენი იუჯუნ! არ უნდა გამომერთმია თეიანის 'ძაღლისთვის' ნარკოტიკი!" გავუბრაზდი ჩემს თავს და ტელეფონს დავხედე, რათა მენახა ის მესიჯი და დროც. დილის ათს გადაცილებული იყო. ის მესიჯი კი არც მეტი და არც ნაკლები იუჯუნს მოუწერია.
***
- მიიღე წამალი?
- არა...
<რა თქმა უნდა ვიცრუე>
- აბა სად წაიღე?!
- გადავაგდე.
- სულ გამოსირდი?!!! რას ნიშნავს გადააგდე?!! სკოლაში ჯოჯოხეთს მოგიწყობ!
- ფეხებზე მკიდია!
- კიმ სუნმინ! დედაშენთან გაგამგზავრებ!
- კარგი, ვნახოთ ამას თუ შეძლებ!
გავმწარდი და ტელეფონი მოვისროლე, მაგრამ ხალიჩაზე დავარდა და არაფერი მოსვლია. ოდნავ ნერვები როდესაც დავიწყნარე ახალ რამეზე დავიწყე ნერვიულობა-ემახსოვრებოდა თუ არა ჩევონს წუხანდელი და რა რეაქცია ექნებოდა. „დიდი ალბათობით არ ემახსოვრება. მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს?! ყველაფერს მაგის გახსენების გარეშეც მიხვდება!" ისევ მას დავხედე და დარდიანად ამოვისუნთქე. საბანი ფრთხილად დავაფარე და წამოვდექი. ისევ ის აუტანელი ტკივილის გრძნობა ვიგრძენი თავში და ამოვიხვნეშე.
****
დაახლოებით ერთ საათში ჩევონი უცნაურმა სიცივის გრძნობამ გააღვიძა. თვალების გახელისთანავე უცხო ოთახი დაინახა. მაშინვე გაიხსენა ვისთანაც იყო... გრძნობდა, რომ ტანზე არაფერი ეცვა და შიშველ სხეულს მხოლოდ საბანი უფარავდა. ნაწყვეტებად ეხატებოდა თვალწინ წუხელ მომხდარი. ყველაფერი კარგად არ ახსოვს. მხოლოდ ის ახსოვს, რომ სუნმინთან მოვედა და ნარკოტიკი "წაართვა"... მერე რაც მოხდა იმის გამოცნობას ბევრი ფიქრი არ სჭირდება.
„წუხელ ჩემს კლასელთან ვიწექი."-გაიფიქრა და უხერხულად ჩაეღიმა. „პირველი სექსი და ნარკოტიკის გასინჯვა ერთ ღამეს დაემთხვა. რა იღრბალი მაქვს..."- თავის გაქნევით ამოილაპარაკა ხმადაბლა. სინანულს რაც შეეხება, საერთოდ არ ნანობდა არც ერთს, და არც მეორეს. ნარკოტიკის მიღების შემდეგ ნამდვილი ჩევონის სურვილები გამოვლინდა. „მაგრამ რა მოხდება თუ ის ნანობს? ან ჰგონია, რომ მე ვნანობ?" - ზუსტად იგივე ფიქრებმა შემოუტიეს, რაც სუნმინს აწუხებდა. იქეთ-აქეთ მიმოიხედა, ოთახში ვერ ნახა... ამჯობინა ამდგარიყო და თვითონ მოეძებნა...
YOU ARE READING
მუნჯი სიყვარული
Random✔️დასრულებული✔️ მუნჯი ბიჭის ისტორია, რომელიც სკოლაში ბულინგის მსხვერპლია გარდაცვლილი დედამისის ძველი საქმიანობის გამო.