გამოაშკარავება

136 25 3
                                    

სანამ ამ თავს წაიკითხავთ მინდა გითხრათ, რომ ეს თავი არის წინას, ანუ მეთერთმეტეს გაგრძელება. ხარვეზების გამო მეთერთმეტე თავის მხოლოდ ნახევარი დაიდო, ნახევარი წაიშალა და ეგ სამწუხაროდ დღეს შევნიშნე. ეს არის მაგის გაგრძელება და პლუს კიდევ დავამატე საინტერესო რაღაცეები <3

******

- არ გეტყობა სიხარული.- თვალებში მიაშტერდა ჩვონი, რათა გაეგო კიდევ რა აწუხებდა.

- რატომ უნდა ვიყო გახარებული?- თავი გვერდზე გააქნია ბიჭმა- კარგი, მოდი შევეშვათ მაგ თემას...

- როგორც გინდა... მე უკვე უნდა წავიდე. ხომ იცი, „სასჯელს" ვადა გაუვიდა და სკოლაში უნდა წავიდეთ.- თვალები აატრიალა უკმაყოფილოდ ჩევონმა და წასასვლელად გაბრუნდა.

CHAEWON:

ორ საათში უკვე სკოლაში ვიყავი. კლასის კარი შევაღე თუ არა, მაშინვე ყველას მზერა ჩემსკენ გადმოვიდა. გოგონები აგდებულად მიყურებდნენ. ბიჭებიდან თითქმის ყველა თეიანის მეგობარი იყო, და რა თქმა უნდა ისინი უარესებს გაბედავდნენ. ვგრძნობდი თითოეულის დაჟინებულ მზერას. მათკენ წამით თვალი გავაპარე და შევნიშნე, რომ ერთ-ერთის ტელეფონში რაღაცას აკვირდებოდნენ და სულელებივით იღიმოდნენ. ხან ტელეფონს დახედავდნენ და ხან მე შემომხედავდნენ. ვიცოდი, რომ იმ ფოტოებს აკვირდებოდნენ. ფანჯრიდან გადახტომა მინდოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი. ღრმად ჩავისუნთქე და ჩემს მერხამდე როგორღაც მივაღწიე. სუნმინის მერხი ცარიელი იყო. ჯერ არ მოსულა, თორემ აქამდე უკვე დარწმუნებული ვარ მოასწრებდა რამოდენიმეჯერ ჩხუბს ამ ჭორიკნებთან. ჩუმად დავიკავე ჩემი ადგილი და ჩანთიდან წიგნი ამოვიღე. წიგნს ვფურცლავდი, როცა თავზე ვიღაცეები დამადგნენ.

- გამარჯობა ჩევონ!- აგდებული ხმით მომესალმა ვირაც გოგო და ბოლოში ჩემი სახელი გამოთქმით და ხმამაღლა წარმოთქვა, რაც რაღაცნაირად არ მესიამოვნა და ყურში ცუდად მომხვდა. რომელიღაც ჩემი კლასელი გოგო იყო, მაგრამ იქამდე ვერ ვიცანი, სანამ სახეში არ შევხედე. ავიხედე და მისა დავინახე, თავის ორ საუკეთესო მეგობართან ერთად.

მუნჯი სიყვარულიWhere stories live. Discover now