სკოლის თავქარიანი მოსწავლეები ვიღაცის ირგვლივ ისე იყვნენ შეკრებილები, როგორც ბუზები ნადავლის ირგვლივ. მათ წრე ყავისფერთმიანი, მუნჯი ბიჭის გარშემო ჰქონდათ შემორტყმული, რომელიც ძირს ეგდო და სისხლიან ცხვირს იწმენდდა.- რა მოხდა კიმ სუნმინ?! ნებდები? - სიცილი ატეხა ერთ-ერთმა, რაზეც ყველა ახარხარდა.
- რას ეკითხები? მაინც ვერ გიპასუხებს! - გამოეხმაურა მეორე და მანაც სიცილი დაიწყო. ძირს დაგდებულ ბიჭს გული ჩაუწყდა და თვალებში ბლარი ჩაუდგა სიბრაზისგან მოწოლილი ცრემლებისაგან. კანკალებდა, ისე უნდოდა თითოეულისთვის ჭკუა ესწავლებინა თავისივე ხელით, როგორ უნდოდა სიკვდილამდე ეცემა თითოეული.
- იცით დედამისი ვინ ყოფილა?-დაიძახა ამ საშინელი სცენის ორგანიზატორმა თეიანმა, სკოლის სახელგანთქმულმა ბულერმა. ამის გაგონებაზე სუნმინი წამოხტა და ძლიერი მუშტი უთავაზა თეიანს. ყველა შეშფოთებული უყურებდა გაცეცხლებულ ყავისფერთმიანს.
- როგორ გაბედე და მას დაარტყი?!-გამოვარდა წრიდან თეიანის ნაბიჭვარი მეგობარი სუჰო და სუნმინს საყელოში წვდა.
- მოიცა სუჰო ჯერ ვიტყვი რას წარმოადგენდა დედამისი.-ტუჩის კუთხიდან სისხლი ენით მოიშორა თეიანმა. - დედამისი ძუკნაა! მეძავის შვილო!
- დაიძახა ბულერმა და მანიაკური სიცილი ატეხა. სუნმინს თეიანის დამქაშები იჭერდნენ რომ მისთვის ისევ არ დაერტყა. - საბრალოვ! ისიც არ იცი დედაშენს რომელი "კლიენტისგან" ჰყავხარ! - ირონიით უთხრა ბიჭს და კლოუნივით ისევ ჩაიცინა.
ყავისფერთმიანი ბულერის "ყურ მოჭრილ მონებს" ხელიდან დაუსხლტა და როცა მისთვის უნდა დაერტყა იმ მომენტში ფეხში ძლიერად ჩაარტყეს. ისევ წაიქცა. ვეღარ მოითმინა და მთელი ხმით და ძალით ხმამაღლა ატირდა ბავშვივით. ისედაც ძლივს იღებდა შერჩენილ ხმას და ესენი ამ საშინელებებით უარესად ამძიმებდნენ მის მდგომარეობას. მხოლოდ რაღაც ბგერების წარმოთქმა შეეძლო.
სახეზე ხელებს იფარებდა. დედამისზე ათას საზიზღრობას დასძახდნენ თავზე. გულში ყვიროდა. უნდოდა მათთვის მთელი ძალით ეყვირა, რომ თავი დაენებებინათ. მაგრამ ეს არ შეეძლო...
YOU ARE READING
მუნჯი სიყვარული
Rastgele✔️დასრულებული✔️ მუნჯი ბიჭის ისტორია, რომელიც სკოლაში ბულინგის მსხვერპლია გარდაცვლილი დედამისის ძველი საქმიანობის გამო.