შანტაჟი

156 24 2
                                    

უკანმოუხედავად მირბოდა თეიანი ბნელ ტყეში. იმდენად გაბრაზებული იყო, რომ ნებისმიერს გაისტუმრებდა იმ ქვეყნად ვინც გზაზე გადაეღობებოდა. ყველაზე მეტად სუნმინის და ჩევონის მოკვლა უნდოდა. მალე გზაზე გავიდა. სირბილისგან დაღლილი შუა გზაზე ჩაიკეცა. უცებ ფარების სინათლე შეამჩნია და გვერდზე გადახოხდა, რადგან სიარულიც უჭირდა. მანქანა მის პირდაპირ შეჩერდა და იქიდან მაღალი ახალგაზდა ბიჭი გადმოვიდა.

- კარგად ხარ?- თეიანის წინ ჩაიმუხლა .

- ამდენი ხანი სად იყავი?!- უსაყვედურა თეიანმა და გაჭირვებთ წამოდგა.

- მაპატიე, პოლიციამ გამაჩერა, შენ გეძებენ.- უპასუხა თავჩახრილმა ჰანსომ, მისმა ერთ-ერთმა თანამზრახველმა. იმ ღამით, როცა სუნმინი აუზში ჩააგდეს ჰანსოც ეხმარებოდა თეიანს. ის ამ ოთხში ყველაზე დაჩაგრული ჰყავდათ დანარჩენ სამს. ჰანსოს მხოლოდ თავისი დის გადარჩენა უნდოდა და ამიტომ მიეხმარა თეიანს იმ ღამით სუნმინის დაჭერაში ფულის სანაცვლოდ. ამის შემდეგ სხვა სიბინძურეებშიც გახვიეს, ეგეც ფულის სანაცვლოდ. ამჯერადაც თეიანმა მას დაურეკა დასახმარებლად, რადგან იუჯუნი და სუჰო უკვე დაიჭირეს.

- ჩქარა წავიდეთ. ისეთ ადგილას, სადაც ვერ მიპოვიან, თორემ შენ მოგკლავ!- შეუღრინა და მანქანაში ჩაჯდა. უკან ჰანსოც მიჰყვა დაჩაგრული ბავშვივით, მაგრამ მართლაც ესე იყო... დაჩაგრული სკოლის მოსწავლე, რომელიც მაგარ შარში გაეხვია.

******

ჩევონს საწყობში ისევ გული წაუვიდა, ამიტომ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დერეფანში ანერვიულებული და შოკირებული სუნმინი ზის. უცებ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების კაკუნის ხმა ესმის. ვიღაც ქალმა მოირბინა და მის წინ დადგა. სუნმინი უმალვე წამოდგა და ჩევონის დედა დაინახა.

- ს..სუნმინ? ჩევონს რა მოუვიდა?!- დაიწივლა გიონჯამ და მხრებში ხელი ძლიერად ჩასჭიდა ბიჭს.

მუნჯი სიყვარულიWhere stories live. Discover now