3

417 47 31
                                    

ჯონგუკი უკვე მერამდენე დღეა საშინლად აფორიაქებულია. მისი გონება მხოლოდ და მხოლოდ ჯიმინს უკავია, ჯიმინია ერთადერთი ვინც ახლა გონებაში უტრიალებს. სხვასთან სექსის დროსაც კი ჯიმინის სახელს კვნესოდა და მას წარმოიდგენდა, ვიღაც ომეგების ნაცვლად. ჯონი ფაქტობრივად დამოკიდებულია ჯიმინზე, ყოველდღე სტადიონზე, რომ არ გავიდეს და ჯიმინს უბრალოდ მაინც არ მოკრას თვალი, არ შეუძლია. თუ გაუთვალისწინებელი რაიმე მოხდა და ჯონმა პაკი ვერ ნახა, იმ დღეს საშინელ ხასიათზეა და ხმის გაცემასაც კი არ აქვს აზრი.

- ჯონგუკ რას უყურებ?- თეჰიონი ამჩნევს დეიდაშვილს, რომელიც ფანჯრიდან რაღაცას უყურებს მომღიმარი. თეჰიონი ახლოს მიდის და ხედავს, ქუჩაში მიმავალ ულამაზეს ჯიმინს იუნგისთან ერთად. მალე ჯიმინი თვალს მიეფარა, ჯონგუკი დაფრთხა და სამზარეულოდან მისაღებში გადაინაცვლა, იქაც რომ მიეფარა თვალს, შემდეგ თეჰიონის ოთახში გადავიდა, იქიდან თეჰის ძმების ოთახში, ხოლო იქიდან თეჰის მშობლების ოთახში, საბოლოოდ სხვა ოთახი, რომ არსად იყო,  ლამის ფანჯრიდან გადავარდა, ჯიმინი რომ დაენახა.

- ეი ეი- თეჰიონმა ხელი ჩაავლო და ფანჯარას მოაშორა- ნორმალური ხარ შენ?

- მიყვარს- ამოიბურდღუმა ჯონმა.

- რაა? ვინ გიყვარს?- დაიბნა თეჰიონი.

- ჯიმინი თეჰიონ ჯიმინი- ჯონი დეიდაშვილს მოხვია.

- ხუმრობ ხო- შიშით იკითხა კიმმა. ნამდვილად არ უნდოდა ჯონის სიტყვები სიმართლე ყოფილიყო, რადგან ვერ დაუშვებდა ჯიმინს მასთან ჰქონდა ურთიერთობა და გუკი სტკენოდა.

- არაა, მართლა შემიყვარდა, დღე და ღამე მასზე ვფიქრობ. დილა მასზე ფიქრით იწყება და საღამო მასზე ფიქრით მთავრდება.

- ჯონგუკ ხვდები ხომ, ჯიმინს რომ დატანჯავ შენთან ურთიერთობით? ეკითხება კიმი და ჯონგუკს უმზერს, რომელიც აანალიზებს დეიდაშვილის სიტყვებს.

არასწორი ნაბიჯიWhere stories live. Discover now