4

393 53 24
                                    

ჯონი სოციალურ ქსელში პულობს ჯიმინის პროფილს და რა თქმა უნდა, იქაც არ აძლევს მოსვენებას და სულ იმას უმეორებს, რომ ძალიან უყვარს და სურს შეყვარებულები გახდნენ.

"ჰეი ლამაზო"
  
                                   "ვინ ხარ?

"ნუთუ ასე მალე დამავიწყე, ჯერ კიდევ გუშინ აგიხსენი სიყვარული"

                   "ახ ისევ შენ ჯონ ჯონგუკ?
                    რატომ არ მეშვები? და
                      გუშინდელი შენი
                       საქციელი სიყვარულის
                      ახსნა არ ყოფილა"

" უფრო რომანტიულად გინდა?"

                            "არა! მინდა თავი
                               დამანებო"

" არასოდეს, ეს დაიმახსოვრე"
         
                                 " ხოდა კარგდ"

                pak jimin blocked you

ჯიმინი უკვე მართლა ნერვიულობდა, ჯონი ყველგან დასდევდა, სოციალურ ქსელში, უბანში, ქუჩაში, ყოველთვის მის სიახლოვეს იყო და არ ეშვებოდა. ომეგა ძლიერ არაკომფორტულად გრძნობდა თავს მაგრამ ვერავის ვერ უმხელდა, რომ ვიღაც ჯონ ჯონგუკი დასდევდა და მოსვენებას არ აძლევდა იმის ძახილით, რომ უყვარდა და ნებისმიერ ფასად მისი გახდებოდა.

-ჯიმინ- მისი მეგობარი ხელს უქნევს სახესთან და ფიქრებში გართულ ომეგას, დედამიწაზე აბრუნებს- რა გჭირს?

- ა...არაფერი, უბრალოდ ჩავფიქრდი- იტყუება და თავს არადებს მეგობართან საუბარს.

- დარწმუნებული ხარ?

- დარწმუნებული ვარ ბაია- მოკლედ პასუხობს და ყალბად უღიმის- ახლა სახლში წავალ დღეს ცოტა გადავიღალე- ფეხზე ადგა და მეგობრის სახლი დატოვა.

- აბა აბა საით პატარავ?- უბანში შესულს ისევ ჯონი შეეფეთა.

- თავი დამანებე გთხოვ- ემუდარება ჯიმინი.

- არავითარ შემთხვევაში- გაღიზიანებული პასუხობს და მისკენ ახლოს იხრება. ამ დროს ნელა, ნაზად აღწევს მის სუნთქვის ორგანოებამდე ჯიმინის საოცარი გრილი მცენარეების სურნელი. თითქოს ტყეში, სადაც უამრავი სახეობის მცენარეა, იწვიმა, ნიადაგი დაასველა და თითოელი მცენარის სურნელი ერთმანეთში გააერთიანა- მმმ...გრილი, სასიამოვნო მცენარეების სურნელი- ოხრავს ჯონი და უფრო ღრმად ისუნთქავს პაკის დამატყვევებელ ჰაერს.

არასწორი ნაბიჯიWhere stories live. Discover now