37

250 38 46
                                    

ჯიმინი პატარა მყუდრო კაფეში ზის და ელოდება ადამიანს, რომელთანაც შეხვედრა დიდად არ სურს. არ უნდა მასთან რამე აკავშირებდეს თუნდაც შურისძიების მწარე წყურვილი.
ვერ ხვდება რას აკეთებს, რას სჩადის, მაგრამ ერთი რამ კარგად იცის, ჯონგუკზე უნდა შურისძიება და მისი სამუდამოდ გამწარება.

- ჯიმინ- პაკის წინ ჰიუკი იკავებს ადგილს, რომელიც ღიმილით შეჰყურებს მას და თვალები იმედით აქვს სავსე, მაგრამ მისი იმედი წამში ინგრევა და ყველაფერი თავზე ემსხვრევა.

- ეს შეცდომა იყო, არ უნდა მომეწერა ის რაც მოგეწერე- ყველანაირი შესავლის გარეშე ეუბნება ჯიმინი. არ უნდა ყველაფერს მიედ-მოედოს და შორიდან მოუაროს სათქმელს.
ხვდება, რომ ყველაფერი შეცდომა იყო და ჰიუკისთვის ის სიტყვები არ უნდა მიეწერა, იმასაც ხვდება, რომ ჰიუკის წინაშე დამნაშავეა მაგრამ ყველაზე დამნაშავე საკუთარი თავის წინაშეა. საკუთარ ღირსებას ვერ გადააბიჯებს და ორ ადამიანთან ერთად ვერ იქნება ურთიერთობაში.

- რაა? ჯიმინ რას ამბობ?- ჰიუკი გაკვირვებისგან სიტყვებს ვეღარ უყრის თავს,არ იცის რა თქვას და რა იფიქროს, ვერ გაურკვევია რა ტრიალებს ჯიმინის თავში და რატომ იქცევა ასე არეულად.

- ჯონგუკზე შურისძიების გამო გავაკეთე, მაგრამ არ შემძლია ვერ ვიქნები ორ ადამიანთან ურთიერთობაში, ამას საკუთარ თავს ვერ ვკადრებ- ნერვიულად იწყებს ლაპარაკს- მის დონემდე ვერ დავეშვები, არ შემიძლია- ჯიმინი უფრო და უფრო აანალიზებს რის გაკეთებას აპირებდა და საკუთარი თავის მიმართ ზიზღი ნელ-ნელა ძლიერდება. ვერ იჯერებს როგორ დაეშვა ამ დონემდე და როგორ აპირებდა მსგავსი სისასტიკის ჩადენას.

- ჯიმინ მაშინებ- ნერვიულად იცინის ჯივუნი- იძიე შური ის ამის ღირსია- ჰიუკი ყველანაირად ცდილობს ჯიმინისა და მისი ერთად ყოფნის მიზეზი  გამოქექოს, აღარ სურს მისი ხელმეორედ დაკარგვა.

- ყველაფერს ჩემით ვიზამ, აღარ მოგწერ და ნურც შენ ნუ მომწერ- ჯიმინი ნაჩქარევად დგება და კაფეს ტოვებს. უკვე სუნთქვა უჭირს, საკუთარი თავის მიმართ ზიზღი გუდავს, ახრჩობს.
რა ჯანდაბად მიწერა ჰიუკს, რა ჯანდაბად სთხოვა შეხვედრა, ეს ხომ სრული უაზრობაა, საშინელებაა.

არასწორი ნაბიჯიWhere stories live. Discover now