- მარწყვი მინდა- წუწუნებს ახალ გაღვიძებული ჯიმინი და ჯონგუკის გაღვიძებას იწყებს.
- რა ხდება ჯიმინ? ჯონგუკი გაღიზიანებულია რადგან ძილს არ აცდიან.
-მარწყვი მინდა - ტუჩებს ბავშვივით ბურცავს და ცდილობს სასურველს მიაღწიოს- გთხოვ ხომ იცი ამას მე კი არა შენი შვილი ითხოვს- ისევ წუწუნებს ჯიმინი.
- ახხ, ჯანდაბას კარგი მოგიტან- ბუზღუნით დგება საწოლიდან, შარვალს და მაისურს იცვამს, ტელეფონს ჯიბეში იდებს, საფულესაც იღებს და ოთახიდან გადის.
- საუკეთესო ხარ- უყვირის ჯიმინი და ბედნიერებისგან გულიანად იცინის- პატარავ მამა ახლა მარწყვს მოგვიტანს და გემრიელად შევჭამთ, ოღონდ ცოტა შენს ძამიკოსაც უნდა გავუყოთ, მას ძალიან უყვარს მარწყვი - ჯიმინი უკვე კარგად წამოზრდილ მუცელს ელაპარაკებოდა, ამასობაში კი ოთახის კარი ჯონგუკმა შემოაღო და ჯიმინს ერთი დიდი პარკი მარწყვი დაუდო საწოლზე.
-რას ელაპარაკებოდი ჩემს შვილს?
- ვეუბნებოდი, რომ იდიოტი მამა ყავს- ბუზღუნებს ჯიმინი, თან პარკს ხსნის და შიგ იყურება.
- რატომ ატყუებ ბავშვს? რა დავაშავე ახლა?- თვალებს აწვრილებს ჯონგუკი.
- უბრალოდ მომინდა, რომ იდიოტი იყო- იცინის ჯიმინი, ჯონგუკს ლოყაზე კოცნის და სამზარეულოში გადის მარწყვის გასარეცხად.
- სულელი- ჯონგუკიც იცინის და ქაის ოთახში მიდის. პატარა ალფას აღვიძებს, მომზადებაში ეხმარება და სამზარეულოში გაჰყავს- ჩვენც გვინდა მარწყვიი- ჯონგუკი ჯიმინს ქაისთან ერთად ადგება თავზე.
- ჩემი შვილი მიიღებს, აი შენ კი ვერ ეღირსები- ენას უყოფს პაკი და ქაის მარწყვს უდებს პირში.
- მინდააა- ბავშვივით წუწუნებს ალფაა.
- უნდა დაიმსახურო- თვალს უკრავს პაკი და მომდევნო მარწყვს თავად იქცევს ბაგეებს შორის და გამომწვევად ჭამს.
YOU ARE READING
არასწორი ნაბიჯი
De Todoომეგა არასწორ დროს, არასწორ ალფას შეხვდება და ცხოვრებას იუბედურებს, საკუთარი ხელებით. ყოველ დღე ტკივილი, ტანჯვა, ჩხუბი. რა იქნება ამის მერე და ელოდება თუ არა პატარა უსუსურ ომეგას საბოლოოდ ბედნიერება.