29

262 41 79
                                    

ჯიმინის სეანსები იმაზე კარგად მიდის ვიდრე წარმოიდგენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ჯიმინს ჰიუკის ქცევები არ მოსწონდა და ზედმეტად უხერხულად აგრძნობინებდა თავს, მაინც განაგრძობდა სიარულს.
დროთა განმავლობაში თავადაც დაიწყო ფსიქოლოგიის შესწავლა და ფსიქოლოგიის კურსებზეც კი ჩაეწერა იმდენად დააინტერესა ამ სფერომ.

ომეგა უფრო მეტად გაიხსნა, აღარ იყო საკუთარ თავში ჩაკეტილი და აღარ ატარებდა მთელ დღეებს ოთახის ბნელ კუთხეში.
ბავშვებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა, თეჰიონთანაც ძველი ურთიერთობა აღადგინა და ოჯახს უფრო მეტად დაუახლოვდა.
ხვდებოდა, რომ ჯონგუკის მუქარების გახსენება აღარ აშინებდა, თუმცა მისი საქციელების გამო გულის ტკივილს მცირედ მაგრამ მაინც გრძნობდა.

***

ჯიმინი ემზადება, ქაის სკოლაში ტოვებს, სონოს ბაღში, შემდეგ კი თავას ჰიუკთან მიდის კონსულტაციაზე.
გზაში ათას რამეზე ფიქრობს. იხსენებს მის წარსულს, ჯონგუკთან ერთად გატარებულ დროს და ხვდება, რომ ჯონგუკის მის ცხოვრებაში არსებობის გარეშე ბევრად უკეთესადაა. მართალია ენატრება მაგრამ ვერასდროს დაივიწყებდა იმ ყველაფერს რაც მან დაუშვა ერთად თანაცხოვრების პერიოდში.

ჯიმინი ფიქრებს თავიდან იშორებს და მშვიდად განაგრძობს გზას. როგორც კი სასურველ შენობას უახლოვდება, მაშინვე შეფის შიგნით და ჰიუკის კაბინეტისკენ მიემართება.

- ჰიუკ- ჯიმინი ოდნავ აკაკუნებს კარზე და ფრთხილად აღებს, თითქოს თანხმობას ელოდებოდა შიგნით შესასვლელად.

- მოდი ჯიმინ- ჰიუკი კომპიუტერიდან თავს ყოფს და ომეგას უბრუნდება. ჯიმინიც უკვე თამამად აღებს კარს და კაბინეტში შედის.

- ვხედავ დღეს შედარებით უკეთესად ხარ- ისევ ჰიუკი იწყებს საუბარს და ღიმილი ეფინება, ჯიმინის დანახვისას, რომელიც აღარ გამოიყურებოდა როგორც გვამი, აღარ ჰქონდა თვალის ირგვლივ შავი წრეები და წონაშიც კი საგრძნობლად მოიმატა, რამაც უფრო მეტად ლამაზი გამოაჩინა მისი სხეულის ნაკვთები.

არასწორი ნაბიჯიWhere stories live. Discover now