10

326 39 22
                                    

რამდენიმე თვე გავიდა ჯონისა და ჯიმინის ქორწინებიდან და ამ რამოდენიმე თვეში ჯიმინმა ბევრი წყენა გადაყლაპა, ბევრჯერ ჩუმად უტირია და ბევრჯერ მშიერიც კი დაუძინია იმის გამო, რომ ჯონის ოჯახი არ იყო შეძლებული და ხშირად საღამოს საჭმელიც არ ჰქონდათ.
  ჯიმინი ფიქრობს ძველ დროზე; დროზე როდესაც ჯონს არ იცნობდა და ბუსანში საკუთარ ოჯახში მშვიდად ცხოვრობდა, ხოლო ჯონის გამოჩენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ოჯახშიც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და ამისგან თავის დასახწევად ჯონს გაჰყვა მაგრამ აქ უარესი სიტუაცია დახვდა. როდესაც მარტო იყვნენ ჯონი თავს ევლებოდა მაგრამ როდესაც სეჰუნი ჩნდებოდა და ჯიმინს საყვრდურობდა ჯონიც მის მხარეს იჭერდა და ჯიმინს იმის კეთებას აიძულებდა რაც არ იცოდა ან არ მოსწონდა.
  სეჰუნი მთელ სანათესაოში ლანძღავდა ჯიმინს. ამბობდა, რომ არაფრის მაქნისი არ იყო და მთელი დღეები ოთახში ტყულიად იჯდა. ამის გამო ყველამ აითვალწუნა ჯიმინი, მაგრამ იმაზე არავინ არ ფიქრობდა, რომ ჯიმინი სულ რაღაც 14 წლის იყო და არ ეცოდინებოდა ელემენტარული სარეცხის რეცხვა, მითუმეტეს ხელით. მასთან სახლში სარეცხის მანქანის ჩართვა უწევდა და მორჩა, ხოლო ჯონის ოჯახში უწევდა გაყინული წყლით ხელით ერეცხა ტანსაცმელი და არა მარტო მისი და მისი ქმრის, არამედ ჯონის მშობლებისაც.
  ყველაფერმა ამან თეჰის ყურამდეც მიაღწია რადგან სეჰუნი ჯიმინს მის ძმასთანაც ლანძღავდა. თეჰიონი ძალიან გაბრაზდა, თანაც იცოდა ჯონის მამის მიმართ დამოკიდებულებაც ამიტომ სასწრაფოდ იუნგის დაურეკა.

- იუნგ როგორ ხარ?- გაისმა ტელეფონში თეჰიონის ხმა.

- კარგად თეჰ შენ?

- სიმართლე გითხრა იუნ, კარგად არ ვარ, ჯიმინის გამო ვღელავ.

- ჯიმინს რა შეემთხვა?- იუნგი ძალიან ანერვიულდა.

- არაფერი ისეთი იუნგ- თეჰიონს არ უნდოდა სიმართლე ეთქვა- ჯონგუკის ოჯახი ნამდვილად არაა შეძლებული და ჯიმინს შეიძლება ძალიან უჭირს იქ ყოფნა და არ მინდა იქ დაიტანჯოს.

არასწორი ნაბიჯიWhere stories live. Discover now