- მართლა ასე გითხრა? - თეჰიონი ბრაზს ვერ აკონტროლებდა. მისთვის წარმოუდგენელი იყო ომეგის დამცირება. ის აფრთხილებდა, ხომ აფრთხილებდა ჯონს, რომ ჯიმინისთვის გული არ ეტკინა, მაგრამ მან ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა.
- ეგ რა არის, თურმე კანაფს ეწევა- ჯიმინს ტირილი აუვარდა- მე ფულს ვაკოწიწებ ჩემი მშობლების დახმარებით, რომ ქაის ვუმკურნალო, ის კი თავისი გამომუშავებული ფულით, შვილის დახმარების მაგივრად, კანაფს ყიდულობს.
- ეგ საიდან გაიგე?- თეჰიონს ეჭვები ჰქონდა და არ უნდოდა ეს ეჭვები გამართლებოდა მაგრამ ყოველთვის ყველაფერი, ხომ ჩვენს საწინააღმდეგოდ ხდება.
- ვიღაც ომეგის მესიჯები ვიპოვე და მან მითხრა მოსაწევს ვყიდულობ მეტი არაფერიო, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ მოსაწევის გამოა მასთან- ჯიმინი დასევდიანდა, თეჰიონს კი ამის შემხედვარე ბრაზი უფრო მოაწვა. ყელში დიდ ბურთს გრძნობდა, ვერც ვერაფერს ამბობდა და არც დავიწყება შეეძლო.
- როგორ ვბრაზდები იმის გამო, ასე უმოქმედოდ რომ ვარ. ფაქტობრივად ხელ-ფეხი მაქვს შეკრული, რადგან ეს ყველაფერი შენ მითხარი და შენ პრობლემებს ვერ შეგიქმნი- იღრინება თეჰიონი და ჯონგუკს ათასი სალანძღავი სიტყვით ამკობს.
- კარგი დაივიწყე, გთხოვ არ მინდა ამაზე საუბარი- ღრმად ამოისუნთქა ჯიმინმა და გაიღიმა- შენ ის მითხარი შენი სწავლის საქმეები როგორ მიდის? ან იმ ბიჭთან რა ხდება?- ეშმაკურად ათამაშებს წარბებს ჯიმინი.
- აჰ, ჰოსოკთან?- ეცინება თეჰიონს და თან წითლდება- არაფერი ჯერ წესიერად მეგობრებიც კი არ ვართ- მხოლოდ ამას ამბობს რადგან აღარ უნდა ამ საკითხის განხილვა. ისედაც ყოველდღე სულელივით მომღიმარი და გულაჩქარებული დადის მის გამო.
- თუ არ გადადგამ ნაბიჯს არაფერიც არ იქნება- ჯიმინმა ოდნავ წამოარტყა თეჰიონს თავში ხელი, იმის მისახვედრად, რომ ნაბიჯი უნდა გადადგას და იმოქმედოს.
YOU ARE READING
არასწორი ნაბიჯი
Randomომეგა არასწორ დროს, არასწორ ალფას შეხვდება და ცხოვრებას იუბედურებს, საკუთარი ხელებით. ყოველ დღე ტკივილი, ტანჯვა, ჩხუბი. რა იქნება ამის მერე და ელოდება თუ არა პატარა უსუსურ ომეგას საბოლოოდ ბედნიერება.