7

362 44 34
                                    

ყველაფერი თავდაყირა დგება, ჯიმინი და ჯონგუკი დღემდე სეულში იმალებიან, ხოლო მათი ოჯახები გამუდმებით ჩხუბში და კამათში ატარებენ. პაკები ყველაფერში ჯონებს ადანაშაულებენ და მათი ომეგის მოტაცებაში ცილს სწამებენ და პოლიციაში ჩივილით ემუქრებიან.  ყველაფერი ეს ჯონგუკის მამიკომ სუბინმაც გაიგო და კიდევ ვვერ იჯერებს, რომ მისი 17 წლის შვილი 14 წლის ომეგასთან ერთად გაიპარა. 

ჯიჰოს ქალაქში სანდო ხალხი ყავს, რომლებიდანაც შეუძლია ყველანაირი ინფორმაცია გაიგოს, რა თქმა უნდა, ის იყენებს ამ შესაძლებლობას და ყველას საქმის კურსში აყენებს, რათა მისი შვილი იპოვოს და ჯონგუკს ჭკუა ასწავლოს. ყველა დაძაბულია, პაკებიც და ჯონებიც, არცერთმა მხარემ არ იცის რა მოხდება და იპოვნიან თუ არა საერთოდ ბავშვებს, რომლებიც ყველასგან შორს, სეულში აფარებენ თავს და ცდილობენ რაც შეიძლება გაწელონ დრო, რომ ჯიმინის მამას სიბრაზემ გადაუაროს და წყნარად საუბარი შეძლონ.
  რამდენიმე დღეში, ჯიჰომ სანდო ხალხისგან გაიგო მათი ადგილ სამყოფელი და განრისხებული დაიძრა სეულისკენ. ყველას ძლიერ ეშინოდა, რადგან არ იცოდნენ რას მოიმოქმედებდა გაბრაზებული ჯოჰო, იმედი აქვთ რაიმე უბედურება არ დაატყდებათ თავს.

-თეჰიონ- იუნგი თეჰიონთან რეკავს და, მას შემდეგ რაც ომეგა შემოსულ ზარა პასუხობს, იუნგი მის სახელს ყვირის ანერვიულებული.

- გისმენ იუნგ, რა ხდება?- თეჰიონი შეცბა იუნგის ანერვიულებული ხმის გაგებისას.

- ჯიმინი და ჯონგუკი იპოვეს, ისინი სეულში არიან, სავარაუდოდ ჯონგუკის ახლობელთან სახლში.

- ჯანდაბა ნამჯუნი და ჯინი- თეჰიონი მაშინვე ხვდება ვინ ახლობელზეც იყო საუბარი. მათ სეულში ერთადერთი ნაცნობები ყავთ და ესენი ჯინი და ნამჯუნია.

- მეშინია თეჰიონ, მეშინია მამაჩემმა რომელიმეს რამე არ დაუშაოს. ძალიან გაბრაზებული და განრისხებული იყო. გეფიცები სახეზე რომ შევხედე ნამდვილ ფსიქოპატს გავდა- იუნგის რამდენიმე ცრემლი უგორდება ლოყებზე.

არასწორი ნაბიჯიWhere stories live. Discover now