ჯონგუკი განრისხებული წინ და უკან დადის და იმაზე ფიქრობს როგორ დაიხსნას ჯიმინი იმ ჯოჯოხეთისგან. მისთვის ადამიანი ასეთი მნიშვნელოვანი, ასეთი განსაკუთრებული და უბიწო არასდროს არ ყოფილა. ჯიმინს მის გულსა და სულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და ძლიერი სურვილი აქვს იმისა, რომ ეს პატარა ომეგა ყველანაირი განსაცდელისგან დაიცვას.
საბოლოოს სახავს გეგმას და ემზადება მის შესასრულებლად.
რა თქმა უნდა, მის ჩანაფიქრს არავის არ ანდობს, არც თეჰიონს რადგან იცის თეჰიონი ყველაფერს მშობლებს ჩაუკაკლავს ამის შედეგად ჯონს ყველა წინ გადაეღობება და არ მისცემენ უფლებას ის გააკეთოს რაც ჩაფიქრებული აქვს.- სტადიონზე გავდივარ- უდარდელად ამბობს ჯონი და სახლს ტოვებს. როდესაც ბინას რამდენიმე მეტრით სცდება, ტელეფონს იმარჯვებს და ჯიმინს ურეკავს.
- გისმენთ- გატეხილი და დასუსტებული ხმა აღწევს ჯონის ყურებამდე და სიბრაზე უფრო მეტად აწვება.
- ჯონგუკი ვარ. ბევრი ფიქრის და ლაპარაკის გარეშე, ჩაალაგე ჩანთა და მივდივართ- მკაცრი ხმით ეუბნება და დადებით პასუხს ელის.
- რა? სად მივდივართ ან შენ რატომ უნდა გამოგყვე?- ფეთქდება ჯიმინი, თუმცა ჩხუბის თავი მაინც არ აქვს.
- ჯიმინ ბევრ კითხვას სვამ. ვიცი, რომ მამაშენმა გცემა ჩემს გამო და ამას ვერ ავიტან, ვერ დავუშვებ ვინმემ ტკივილი მოგაყენოს. ჩვენ ჭეშმარიტები ვართ, ადრე თუ გვიან მოგვიწევს ერთად ვიყოთ და სჯობს ეს ახლა მოხდეს, არ მინდა მაგ სახლში კიდევ დარჩე და იმის შიში გქონდეს, რომ კიდევ აიღებენ შენზე ხელს- რაც შეიძლება თბილად ესაუბრება ჯონი, რომ ომეგა კიდევ უფრო არ დააფრთხოს.
- კარგი- მხოლოდ ამას ამბობს ჯიმინი და ტელეფონს თიშავს. ის ხვდება, რომ ჯონი მასზე სერიოზულად ფიქრობს და დრო მოვიდა მისი ცხოვრება მის ჭეშმარიტს დაუკავშიროს, ამიტომ დაუფიქრებლად დებს ჩანთაში რამდენიმე ხელ თბილ ტანსაცმელს და ჩუმად იპარება სახლიდან.
YOU ARE READING
არასწორი ნაბიჯი
Randomომეგა არასწორ დროს, არასწორ ალფას შეხვდება და ცხოვრებას იუბედურებს, საკუთარი ხელებით. ყოველ დღე ტკივილი, ტანჯვა, ჩხუბი. რა იქნება ამის მერე და ელოდება თუ არა პატარა უსუსურ ომეგას საბოლოოდ ბედნიერება.