ჯონგუკი ბედნიერია, შეძლო ჯიმინის დაბრუნება, ხოლო ჯიმინი ბედნიერია, რადგან ეძლევა შანსი ჯონგუკთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყოს, სიხარულით და ბედნიერებით სავსე...
***
ალფა კარებთან დგას და ნერვიულობს, შუბლიდან ოფლის წვეთებს იწმენდს, ომეგის ხელს საკუთარში იქცევს და სახლში შედის.
მაშინვე ხვდება რვა წყვილ თვალს, რომელიც ინტერესით მიჩერებია მათ.
ალფა ღრმად ისუნთქავს ჰაერს და საუბარს იწყებს.- ეს ჩემი ომეგაა მინგუ- ყველანაირი შესავლის გარეშე ამბობს და ისევ ოთახში მყოფ წყვილებს აკვირდება, აინტერესებს რას ეტყვიან და როგორ მიიღებენ მინგუს.
არც მინგუა უკეთესს დღეში. განიცდის იმ ფაქტს, რომ პატარაა, მასსა და იუნგის შორის, ხომ ასაკობრივი სხვაობა 7 წელია, ამიტომ ფიქრობს, რომ არ მიიღებენ.- რა საყვარელია- ჯიმინი კივილით მირბის და მინგუს ეხუტება- მოდი ჩვენთან- ხელს სტაცებს და თეჰიონთნ ერთად თავის ოთახში მიდის, ალფები კი გაკვირვებულები რჩებიან მისაღებში და ერთმანეთს უყურებენ.
- მეგონა არ მოეწონებოდათ- ჩაილაპარაკა იუნგიმ და დივანზე დაჯდა ჯონგუკის გვერდით.
- რატომ ფიქრობდი ეგრე- ჰოსოკი ხელს ხვევს და უცინის.
- ასაკით ჩემზე ბევრად პატარაა, შვიდი წელია ჩვენს შორის სხვაობა და ვფიქრობდი, რომ ამას ჯიმინი ვერ მიიღებდა.
- ძმაო მთავარი სიყვარულია, თანაც ის შენი ჭეშმარიტია და სულ, რომ 15 წლით იყოს შენზე უმცროსი, მაინც ერთად ყოფნა გიწერიათ- ამშვიდებს ჯონგუკი- არ გინდათ დავლიოთ?- მაცივრიდან სამი ქილა ლუდი გამოიღო.
- მეც მინდა- ოთახიდან თავი გამოყო ჯიმინმა და ჯონგუკთან მიირბინა, უკან კი კუდებივით მიყვებოდნენ თეჰიონი და მინგუ.
- პატარავ დარწმუნებული ხარ?- იცინის ჯონგუკი მაგრამ მაშინვე ჩუმდება, ჯიმინი ლუდის ქილას რომ აცლის და თავად იწყებს დალევას.
YOU ARE READING
არასწორი ნაბიჯი
Randomომეგა არასწორ დროს, არასწორ ალფას შეხვდება და ცხოვრებას იუბედურებს, საკუთარი ხელებით. ყოველ დღე ტკივილი, ტანჯვა, ჩხუბი. რა იქნება ამის მერე და ელოდება თუ არა პატარა უსუსურ ომეგას საბოლოოდ ბედნიერება.