გამარჯობა,მე პაკ ჯიმინი ვარ 20 წლის ომეგა.ვცხოვრობ სამხრეთ კორეაში კერძოდ სეულში.დავიბადე ბუსანში,ერთ ჩვეულებრივ ოჯახში.13 წლის ვიყავი როდესაც მშობლები დავკარგე ისინი ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ ერთ წყეულ წვიმიან დღეს.ძალიან გამიჭირდა ამასთან შეგუება მაგრამ შევძელი და ეს დიდი ტკივილი გადავლახე ჩემი მეგობრების და ჩემი უფროსი ძმის ნამჯუნის დახმარებით რომელიც 24 წლისაა და უკვე თავისი ოჯახი ჰყავს.მისი ომეგა კიმ სოკჯინია,ძალიან თბილი და კეათილი პიროვნება,რომელიც სულ გვერდში მიდგას და უსაზღვრო სიყვარულს მჩუქნის.მათ პატარა ომეგაც ჰყავთ მინ ჰო რომელიც ძალიან საყვარელი და ჭკვიანია.
მე ცალკე ბინაში ვცხოვრობ ჩემს საუკეათესო მეგობარ კიმ თეჰიონთან ერთად,რომელსაც უკვე 14 წელია ვიცნობ და სულ მხარში მიდგას.არ ვიცი მის გარეშე რა მეშველებოდა,ის ერთ-ერთი ადამიანია რომელიც ჩემი უდიდესი ტკივილის გადატანაში დამეხმარა მისი უსაზღვროდ მადლიერი ვარ და ძალიან მიყვარს.
მას არ ჰყავს ჯერ ნაპოვნი თავის ჭეშმარიტი ალფა და იმედი მაქვს მალე იპოვნის,რადგან მინდა რომ ძალიან ბედნიერი იყოს.
მე ერთ-ერთი კაფის მენეჯერი ვარ რომელსაც "წიგნის სურნელი" ეწოდება,რადგან აქ უხვადაა წიგნები რომლების წაკიათხვაც შეგიძლია შენთვის მყუდროდ, და თან თბილი ყავის ან ჩაის მიირთმევა.ბავშვობიდან ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა რომ აღარაფერი ვთქვა მათ სურნზე რომელიც ძალიან მომწონს და ჩვენს კაფეშიც სწორედ ასეთი სურნელია, წიგნების და უგემრიელესი ყავის,რომელიც ერთმანეთში ირევა და საოცარ არომატს ქმნის.სწორედ ამიტომ გვყავს ბევრი კლიენტი.ხალხი აქ უხვად მოდის მიირთმევენ ცხელ ჩაის ან ყავას ზედ დესერტს აყოლებენ და კითხულობენ წიგნებს რომლებიც მოესურვებათ.კაფის შიდა ინტერიერი სრულიად ხისგანაა დამზადებული რაც მას მეტ მყუდროებას და სითბოს სძენს ზამთარში,ხოლო ზაფხულში აქ სანუკვარი სიგრილეა.
ჩემი სამუშაო დღე დილის ათ საათზე იწყება და ექვს საათზე მთავრდება.
თაე ჯერჯერობით უმუშევარია რადგან სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სწავლობს.ადრე მიმტანად მუშაობდა ჩვენს კაფეში მაგრამ ამ ბოლო დროს ცოტა გადატვირთული გრაფიკი აქვს და მუშაობას ვეღარ ახელხებს,მაგრამ მე რის საუკეთესო მეგობარი ვარ თუ ხელი არ შევუწყვე და მხარში არ დავუდექი?ამიტომ როგორც შემიძლია ყველანაირად ვეხმარები.
მე ჩემი დანაზოგი მაქვს სადაც ჩემი ხელფასიდან ფულს ყოველთვის ვინახავ,რადგან გადავწყვიტე რომ ყველასგან შორს ცოტახნით დამეასვენა და სეიშელის კუნძულებზე წავსულიყავი.რა თქმა უნდა მე მიზანდასახული ომეგა ვარ და ჩემი ყოველთვის გამაქვს ამიტომ წარმატებით ვაგროვებ ფულს და რამდენიმე თვეში შემიძლია წავიდე კუნძულზე.ალბათ იქ წასვლა იმიტომ გადავწყვიტე რომ ცოტა განვიტვიტვირთო და უკეთესად დავფიქრდე ჩემს ცხოვრებაზე,გადავხედო წარსულს და ვიფიქრო მომავალზე,ასევე გავთავისუფლდე ცოტახნით მაინც მომაბეზრებელი და დამღლელი რეალობისგან.მე ამ ცხოვრების სისასტიკეს ჯერ კიდევ მაშინ გავუგე გემო როდესაც ამისთვის ძალიან პატარა,სუსტი და დაუცველი ვიყავი,მაგრამ არაუშავს მე შევეცდები რომ ეს ტკივილი წარსულს გავატანო და უკეთესობისკენ შევცვალო ჩემი მომავალი და ყოველი დღე.
ახლა სახლისკენ მივიწევ დამღლელი დღის შემდეგ.კაფესთან ახლოს ვცხოვრობ ამიტომ ფეხით დავდივარ ანდა ველოსიპედიათ.სანამ სახლში მივიდოდი მარკეტში შევიარე პროდუქტები ვიყიდე ასევე თესთვის კოკა კოლა და გზას გავუდექი.სალში დავბრუნდი. ფეხზე გავიხადე მოსაცმელი დავკიდე და მისაღებში შევედი.თეს დივანზე ჩასძინებია კომპიუტერთან.
YOU ARE READING
✨კუნძული✨
Historical Fictionჯიმინი, ომეგაა რომელიც მომაბეზრებელი ცხოვრებით დაიღალა და გადაწყვეტს წავიდეს დასასვენებლად სეიშელის კუნძულებზე. რას მოუტანს მას ბედი და როგორ აღმოჩნდება გემზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო სრულიად უცხო დაუსახლებელ კუნძულზე სრულიად უცხო ალფასთან ე...