🏞️part 12🏞️

198 17 5
                                    

Jimin pov:
ხო და ასე მიმაპორტყიალებს ახლა ეს. მე კი მასზე დაყრდნობილი ძლივს მოვდივარ. რა დამემართა ასეთი? ახლა მთელი ცხოვრება ინვალიდი უნდა ვიყო? ჯიმინ, რა აზრები გაწუხებს? მგონი რაც უფრო დიდ დროს ვატარებ ამ კუნძულზე უფრო ვგიჟდები...
    
უი ხო კუნძული!

არემარეს ვათვალიერებ და ახლა ვამჩნევ რამდენად ლამაზია აქაურობა! სეიშელის კუნძულებზე მეტად ლამაზიც კი! აქამდე თვალები სად მქონდა? ისე ვიყავი გართული ამ ჯერ კიდევ ეგრედწოდებული "იდიოტის"  ლანძღვით და მუქარით რომ ვერც კი  შევამჩნიე!

ახლა თავს ნამდვილ ინვალიდად ვგრძნობ. როდესმე გამივლის ეს ფეხები!?

ჯკ- ჯანდაბა ნახე რა ლამაზია!- გაოცებით პირს აღებს და ხელს სანაპიროს მოპირდაპირე მხარეს იშვერს სადაც აუარებელი სიმწვანეა და ამ ყველაფერს უზარმაზარი მთა დაჰყურებს თავზე.
ეს კუნძული მართლაც საოცრებაა.
სანაპირო ზღვით, ჯუნგლები და მთა! აქ ყველაფერია!

ჯკ-წესით აქ სადმე ახლო მახლო მტკნარი წყალი იქნება, ჯუნგლებში უნდა შევიდეთ.
ჯმ-კი მაგრამ სახიფათო არ არის? იქნებ რომელიმე ველურმა ცხოველმა შეგვჭამოს ან შხამინმა გველმა მოგვახრჩოს? თუნდაც უზარმაზარმა ანაკონდამ აი ისეთმა იმ ფილმში რომ იყო მოიცადე რა ერქვა?...
ჯკ- ჯიმინ საერთოდ რა აზრები გაწუხებს? არაფერი არ შეგვჭამს და არ მოგვახრჩობს! მითუმეტეს არამგონია აქ გიგანტური ანაკონდები იყოს! და იმ შემთხვევაში თუ სანაპიროზე დავრჩებით წყურვილით ნამდვილად მოვკვდებით!
ჯმ- მოიცადე შენ პირველად მომმართე ჩემი ნამდვილი სახელით.- გაოცებისგან პირს ვაღებ და ვაყოლებ-თურმე შეგძლებია.
ჯკ- და ჩემი ამხელა მონოლოგიდან მხოლოდ ეს შინაარსი და დასკვნა გამოიტანე? ამდენი ტყუილად ვილაპარაკე?
ჯმ- არა მართლა გამიკვირდა რაც გაგიცანი ჩემი ნამდვილი სახელით არასდროს მოგიმართავს.- ვინმემ ამიხსენით ასეთი გამოშტერებული სიფათით რატომ ვიყურები?
ჯკ- არა რა აქ ერთადერთი ვინც იდიოტია მე კი არა შენ ხარ? საერთოდ რაებზე ფიქრობ? მე ტვინს ვიჭყლეტ იმაზე რომ როგორმე გადავრჩეთ და შენ იმას ზეიმობ რომ სახელით მოგმართე!?
ჯმ- კარგი ხო უბრალოდ....
ჯკ- უბრალოდ რა გაგიკვირდა? მაოცებ!
ჯმ- ერთხელ მაინც ხომ შეიძლება ისე ვილაპარაკოთ რომ არ ვიჩხუბოთ?
ჯკ- ამას ვინ მეკითხება? სულ შენ იწყებ საუბრისას ჩხუბს!
ჯმ- მე კი არ ვიწყებ შენ მაიძულებ შენი სულელური გამოხტომებით! და საერთოდ პირველად მე არ დამიწყია მაშინ თვითმფრინავში ჩხუბი!- მოგების ნიშნით ვეუბნები.
ჯკ- შენ ერთი მთლიანი ბოთლი სპრაიტი გადამასხი!
ჯმ- მერე ბოდიში ხომ მოგიხადე!?
ჯკ- კარგი მოვრჩეთ ამაზე საუბარს და საერთოდ აქ რატომ განვიხილავთ იმას თუ რა მოხდა ორი კვირის წინ თვითმფრინავში პირველად ჩვენი შეხვედრისას?
ჯმ- იმიტომ რომ შტერი ხარ!
ჯკ- აი კიდევ! ეს თემა მე არ შემომიტანია შენ შემოიტანე გასაგებია? ამიტომაც ლოგიკურად შტერი შენ გამოდიხარ ფისო!
ჯმ- ნერვებზე მეთამაშები და არამგონია ეს კარგად დასრულდეს!
ჯკ- არ დაგავიწყდეს რომ ჩემზე ხარ ჩამოკოწიალებული და თითქმის ერთი საათია მოგათრევ!
ჯმ-..........

ამაზეც შემეძლო მეჩხუბა მაგრამ დავიღალე მეც ადამიანი ვარ ბოლოს და ბოლოს უფ.

მაგრამ მინც თვითონაა იდიოტი......
____________________

მოკლედ რა ამ ჩვენს ჯიმინიკოს არაფერი ეშველება😆

ასე თუ გავაგრძელე დაჭამენ ესენი ერთმანეთს კუნძულზე. რაიმე შოკი მოკი უნდა შემოვიტანო ახლა 😆🤧

იმედია მოგწონთ და ახალ თავს მალევე ელოდეთ, ვგრძნობ დღეს ისევ შემომიტევს მუზა🤣🫶❣️❤️

✨კუნძული✨Where stories live. Discover now