Jimin pov:
როდესაც მეღვიძება,პირველი და ერთადერთი საფიქრალი რაც მაქვს ეს საჭმელია!
დიახ საჭმელი რადგან უკვე თითქმის 7 საათია არაფერი მიჭამია!ამათ მგონი ჩემი მოკვლა უნდათ!იმაში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ რომ ჩემს გვერდით მჯდომ ალფას ეს ნამდვილად გაახარებს,მაგრამ ვერ ეღირსება!
სტიუარდესას დავუძახე და ორი ფუნთუშა ავიღე.
ამ იდიოტს ისევ ძინავს,რა თქმა უნდა ჯონგუკს ვგულისხმობ აბა სხვა იდიოტი ვინმე გეგულებათ აქ!?ის ერთადერთი და გამორჩეული კუნთებიანი სიმპო იდიოტია,მაგრამ მაინც მეზიზღება!სწორად გაიგეთ მეზიზღება,შეძლო და ერთ დღეში თავი შემაძულა!
ახლა ამ წამს დიდი სიამოვნებით მოვგუდავდი მძინარეს,მაგრამ მაგისთვის არ მცალია ფუნთუშები გამიცივდება და ისე გემრიელად ვეღარ შევჭამ,ჯეონის მოკვლას სხვა დროისთვის გადავდებ წინ კიდევ ორი დღე მაქვს!
მაინც ვინ არის დამაინტერესა,ისე გაუკვირდა რომ მის შესახებ არაფერი ვიცოდი გეგონება ვუთხარი წერომ მომიყვანა, კომბოსტოში ჩამაგდო და დადაჩემმა ის კომბოსტო რომ შეჭამა ასე აღმოვჩნდი მის მუცელშითქო.ფუნთუშების ჭამა რომ დავასრულე და ბოლო ლუკმა ჩავიდე პირში გაიღვიძა ვაჟბატონმა.
ჯკ-რას მიირთმევ ფისო? მეც მშია.-გადამცდა და კინაღამ დავიხრჩვი. ამ იდიოტმა კიდევ თავისი ტორების რტყმევა დამიწყო ჩემს საწყალ და აწ უკვე ჩამტვრეულ ზურგში.
მოიცადეთ,ამას რამე დაესიზმრა თუ ბოდიშით და შიგ აქვს?თან მაგარი?
ჯმ-რა თქვი?-ძლივს მოვითქვი სული. ხველებისგან ჩაწითლებული და აცრემლებული თვალებით სასიკვდილოდ შევხედე.არა რა ერთ დღეს სერიოზულად შემომაკვდება!
ჯკ-მშიათქო.-ისე უცოდველად მითხრა სერიოზულად დავფიქრდი მე ხომ არაფერი მომეჩვენა მეთქი,მაგრამ მგონი იმისთვის ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ რომ მოლანდებები დამეწყოს და არც ყრუ ვარ! მითუმეტეს შტერი!
ჯმ-რა დამიძახე!?-ცოტა ხმამაღლა მომივიდა და ხმის ტონს თუ არ დავუწევ მგონი თვითმფრინავიდან პირდაპირ ოკეანეში გადამიშვებენ.
არაფერია გამორიცხული ისე მიყურებენ.
ჯკ-ფისო?-ეს მართლა შტერია თუ მე მაშტერებს.მოლანდებები ამას დაეწყო მე კი არააააა!
ჯმ-შენ რა მართლა ვერ ხარ? ვინ მოქცა ასე მომართვის უფლება და თუ დაგავიწყდა შემიძლია ჩემი სახელი შეგახსენო მე ჯიმინი მქვია პარკ ჯიმინი!გასაგებია?
ჯკ-კარგი ფისო ნუ ნერვიულობ.-ჩამისმირკა ბიჭმა.ფეხსე წამოვვარდი და თავადაც წამომყვა.
ჯმ-ჯიმინი მქვია მეთქი!ასე აღარ მომმართო თორემ....
ჯკ-თორემ რა? მიდი გამოაჩინე შენი ბრჭყალები პატარა კნუტო.სიმართლე გითხრათ მოთმინების უნარით არასოდეს გამოვირჩეოდი
ამიტომ არც ახალ ყოფილა გამონაკლისი.ჩემი ლამაზი მუხლი პირდაპირ ფეხებს შორის ამოვარტყი და ალფაც იმ წამსვე დაუყოვნებლივ ტკივილისგან ჩაიკეცა. აი ასე! შესანიშნავია!ჩემი ნამოქმედარით კმაყოფილმა ჩავიცინე და უკან დავჯექი.ჯკ-აჰჰჰ... შენ რა სულ გაგიჟდი?შთამომავლობის გარეშე მტოვებ?
ჯმ-შენნაირი ნაბიჭვრები არ უნდა გამრავლდნენ ბაჭია!-აი ახლა კი ნამდვილად მე ვარ ის ერთადერთი რომელიც სმირკავს და კმაყოფილი იცინის.
ჯკ-არა ნამდვილად გიჟი ხარ!
ჯმ-კარგი რა შენ თვითონ არ მთხოვე ბრჭყალები გამომეჩინა ხო და მიიღე!კიდევ ერთხელ მომმართავ "ფისოთი" და შენს თავს დააბრალე!რადგან ომეგა ვარ ეს იმას არ ნიშნავს რომ სუსტი ვარ და არაფერი შემიძლია!ძლივს წამოდგა და თავის ადგილზე დაეძნეყვა. საწყალი ისე იმანჭებოდა კინაღამ დახმარება შევთავაზე.
თვითკმაყოფილი იდიოტი!
როდის გავა ეს ორი დღე რომ ამ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიო!
_____________________________
სალამი👋ცოტა დავაგვიანე მაგრამ არაუშავს.როგორც კი შევძელი ახალი თავი დავდე.იმედია მოგეწონებათ🫶❣️
შემდეგს მალე ავტვირთავ.
YOU ARE READING
✨კუნძული✨
Historical Fictionჯიმინი, ომეგაა რომელიც მომაბეზრებელი ცხოვრებით დაიღალა და გადაწყვეტს წავიდეს დასასვენებლად სეიშელის კუნძულებზე. რას მოუტანს მას ბედი და როგორ აღმოჩნდება გემზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო სრულიად უცხო დაუსახლებელ კუნძულზე სრულიად უცხო ალფასთან ე...