🌴part 11🌴

199 15 3
                                    

Jimin pov:
ვაგდივარ ახლა ასე ამ გამოშტერებულთან ერთად და საფიქრალიც აღარაფერი მაქვს. რაც კი შესაძლებელი ოყო ყველაფერზე ვიფიქრე. ამ ვირს კი სძინავს უდარდელად!
ფეხების ტკივილი კიდევ მაწუხებს, ნამდვილად არ უნდა მეარა ამდენი ხანი შეუწყვეტლივ.

უმაქნისობისგან აღარ ვიცი რა ვქნა.
არც ის ვიცი აქ ასე გაშტერებული რამდენი ხანია ვარ, ნეტავ ახლა რომელი საათია?

ჯმ-ჯონგუკ!- ვეღარ მოვითმინე და ვუძახი.
ჯკ- ჰმმმმ...
ჯმ- ახლა რა იქნება?
ჯკ- არ ვიცი, ალბათ ჯობს ვიაროთ მანამ სანამ კარგ ადგილს არ ვიპოვით დასაბანაკებლად. პირველ რიგში მტკნარ წყალს უნდა მივაგნოთ რომ რამდენიმე დღეში არ მოვკვდეთ, საჭმელი იოლი საქმეა, არ ვიცი რაიმეს მოვახერხებ.
ჯმ- შენი აზრით ვინმე გვიპოვნის? შენ ხომ "ცნობილი" ხარ, წესით ძებნა უნდა დაგვიწყონ.
ჯკ- ჩემი აზრით მათ უკვე მკვდრები ვგონივართ. როგორ ფიქრობ? შუა აბობოქრებულ ოკეანეში ღამით გადავარდით. ისინი ალბათ ჩვენს მკვდარ სხეულებს ეძებენ და რომ ვერ იპოვნიან თავს დაგვანებებენ.
ჯმ- ანუ აქ მოვკვდებით?- ვამბობ დასევდიანებული. არა ჯერ სიკვდილი ნამდვილად არ მინდა.
ჯკ- რატომ უნდა მოვკვდეთ? ჯერ ფარ-ხმლის დასაყრელად ძალიან ადრეა! ყველანაირად შევეცდები რომ გადავრჩეთ და რა იცი იქნებ ვინმემ გვიპოვნოს მთავარია იმედი არ დავკარგოთ და ეს "ვინმე" შემთხვევით მეკობრეები არ იყვნენ, თორემ მერე მართლა დარხეული გვექნება.-ასრულებს, მკრთალად იღიმის და მე მიყურებს
ჯმ- იმედია.
ჯკ- ფეხები როგორ გაქვს?-მეკითხება და ინტერესიანი მზერას მაბყრობს.
ჯმ- შედარებით კარგად, ისე აღარ მტკივა.
ჯკ- სიარულს შეძლებ?
ჯმ- არ ვიცი, მგონი კი.
ჯკ- თუ რამე დაგეხმარები.- მეუბნება და ფეხზე ადგომაში მეხმარება.
ჯკ- დამეყრდენი და წავიდეთ.- მეც ასე ვაკეთებ  და გზას ვაგრძელებთ.

უცნაურია მაგრამ ახლა ვგრძნობ მისი პიტნისა და ვისკის შერეულ არომატულ სურნელს რომელიც ცხვირში
მიღიტინებს და თაბრუს მახცევს.

რა ჯანდაბაა!?

მას ისეთი კარგი სუნრნელი აქვს, მიზიდავს.
რაც შეიძლება ღრმად ვისუნთქავ მის სურნელს და ისე ვაგრძელებთ გზას. ცოტა მეშვება არ ვიცი ასე რატომ მოქმედებს ჩემზე, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ამ წამს ეს მაინტერესებს.
______________________
ესეც ასე! ახალი თავიც თქვენს განკარგულებაშია, იმედია ისიამოვნებთ წაკითხვით.

ჩემი მუზა ყოველთვის ღამის 3 ან 4 საათზე რატომ მოდის?😆😅ვინმე ამიხსნით? არ ვიცი რა, არაფერი მეშველება!🤧🤣

იაქტიურეთ და თქვენი შეხედულებები გამიზიარეთ!

მე კი დროებით დაგემშვიდობებით!
ახალ თავს ტრადიციულად მალე ავტვირთავ, აბა თქვენ იცით!🫶❣️

✨კუნძული✨Where stories live. Discover now