🫂part 18🫂

389 31 10
                                    

Jimin pov:

სანაპიროზე ვზივარ და ვფიქრობ, ვფიქრობ ჩემს ცხოვრებაზე, წარსულზე, აწმყოზე მომვალზე.
ვცდილობ ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო, ალბათ ამ უბედურებასაც მიზეზი აქვს. შეიძლება ზუსტადაც ჯონგუკი იყო ამის მიზეზი და ეს ყველაფერი მის საპოვნელად მოხდა. ამისთვის მართლაც მადლიერი ვარ, მაგრამ ეს უკეთეს სიტუაციაშიც შეიძლებოდა.
ვნერვიულობ, მეშინია და განვიცდი ყველაფერს.
წარმოიდგინეთ ახლა რას ვგრძნობ?
სრულიად დაუსახლებელ კუნძულზე, ეს ისეთი რთულია, მაგრამ არ მოგატყუებთ და ჯონგუკთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, ალბათ იმიტომ რომ ვიცი დამიცავს, ახლაც წასულია რადგან ჩვენთვის საჭმელი მოიტანოს.
მე დიდად ვერაფერს ვაკეთებ, იმიტომ რომ სუსტი ვარ, არც ბუნებაში თავის გატანა შემიძლია, საერთოდ ასეთი რაღაცეები არ გამომდის, მაგრამ მთავარია ჩემს გვერდით ალფაა რომელიც ჩემზე ზრუნავს.
მოგტყუებთ თუ გეტყვით რომ ჯონგუკი არ მომწონს, პირიქით, ის ისეთი სრულყოფილი და მიმზიდველია, ვფიქრობ ასეთ ალფას არ ვიმსახურებ. მე მასსავით იდეალური არ ვარ, ეს ფაქტი მტკენს მაგრამ ჩემი შემაწუხებელი მწერები თავს არ მანებებენ და ნეგატიურ განწყობაზე მაყენებენ.

ეჰ დედა, მამა, როგორ მინდა რომ ახლა თქვენ ჩემს გვერდით იყოთ.
ალბათ ყველაზე მეტად თქვენი ჩახუტება და სითბო მჭირდება.

ჯკ- ჰეი! რაზე ჩაფიქრდი, მოწყენილი ჩანხარ. ვერც კი შეამჩნიე როდის მოვედი.
ჯმ- ხო მე... უბრალოდ რაღაცეები გავიხსენე ჩემი ცხოვრებიდან.- ვთქვი და ჩემს ხელებს დავხედე რომელიც წვალებისგან უკვე გამიწითლდა.
ჯკ- თუ რაიმე გაწუხებს შეგიძლია მითხრა, მართლა,თუ შევძლებ დაგეხმარები.
ჯმ- ხო ალბათ როდესაც მზად ვიქნები მოგიყვები.- ვამბობ და თვალის კუთხეში ჩამოგორებულ ცრემლს სწრაფი მოძრაობით ვიცილებ.- ჰმმმ, აქ რა გვაქვს... თევზი?
ჯკ- ხო, ახლა კოცონს დავანთებ შემდეგ შევწვათ და გემრიელად მივირთვათ.
ჯმ- კარგად ჟღერს.- ვიღიმი.
ჯკ- იცი ლმაზი ღიმილი გაქვს.
ჯნ- მადლობა,- ვეუბნები, ამჯერად უფრო ფართო ღიმილით.

ცოტახანში ჯონგუკი ხმელ ტოტებს აგროვებს და კოცონს ანთებს, შემდეგ თევზს ვშიგნავთ და ქვებზე ვაწყობთ მის ირგვლივ. ძალიან მშია დღეს ბანანის მეტი არაფერი მიჭამია.
საგრძნობლად დავიკელი, აი კუნთებიან ბაჭიაზე რა გითხრათ მის ბისეფცს ჯერ არაფერი შეტყობია, საერთოდ, რატომ აქვს მას ასეთი იდეალური სხეული, ეს უსამართლობაა.

ჯკ- ჯიმინ, რამდენი წლის ხარ?- მეკითხება ინტერესით.
ჯმ- ოცის. შენ?- შევუბრუნე კითხვა.
ჯკ- ოცდაოთხის.
ჯმ- იცი ეს აქამდე უნდა გვექნა.
ჯკ- რა?
ჯმ- ერთმანეთში ასეთი უმნიშვნელო რაღაცეები უნდა გაგვერკვია.
ჯკ- ხო მართალი ხარ. ისე და ან ძმა გყავს?
ჯმ- კი უფროსი ძმა, ნამჯუნი შენი ტოლია ისიც ალფაა. მას უკვე თავისი ოჯახი ჰყავს.
ჯკ- შენს ოჯახზე რას მეტყვი. დედა, მამა....
ჯმ- იცი... ი-ისინი დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ, მაშინ როდესაც ცამეტი წლის ვიყავი.- ვამბობ და ცრემლებს ვერ ვიკავებ. ჯონგუკი ჩემს გვერდით ჯდება და გულში მიკრავს.
ჯკ- მაპატიე მე არ მინდოდა...- მეუბნება და ხელს ზურგზე დასაწყნარებლად მითათუნებს.
ჯმ- არა შენ არაფერ შუაში ხარ, უბრალოდ ისინი ძალიან მენატრებიან.- ვამბობ და უარესად მიტყდება სლუკუნი.
ჯკ- შშშშ, დამშვიდდი ყველაფერი კარგადაა. საუბარი მერე გავაგრძელოდ კარგი? ახლა დაწყნარდი.- უფრო მჭიდროდ მიკრავს. მე კი თავს მის კისერში ვრგავ და ხარბად ვისუნთქავ ჩემს საყვარელ სურნელს.
___________________________________
სალამი! როგორ ხართ?
ესეც ახალი თავი თქვენს განკარგულებაში.
იმედია მოგეწონებათ.
მოხარული ვიქნები თუ თაქვენს შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ.🥰🫶

✨კუნძული✨Where stories live. Discover now