Jimin pov:
ეს ორი დღე იმაზე მეტად მალე გადის ვიდრე მეგონა. მე და ჯონგუკი ხშირად არ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს მაგრამ ეს როცა ხდებოდა ჩემი აშლილი ნერვებით და მისი გახეთქილი ტუჩით ან წარბით მთავრდებოდა.
ბოლოს ისე მოხდა რომ ჯონგუკი სხვა სკამზე გადასვევს და ჩემი ნერვებიც დაწყნარდა,ახლა კი გვერდით ერთი მოსაწყენი ომეგა მიზის რომელიც ხმას არ იღებს.თეჰიონი მენატრება თანაც ძალიან.
ის ერთადერთი ადამიანია რომელიც ახერხებს და გულს მითბობს ყველანაირად. ძალიან მადლიერი ვარ რომ ის ჩემს მოსაწყენ ცხოვრებაში გამოჩნდა და ფერები შესძინა მას.ის მიხალისებს ყოველ დღეს.
თეჰიონი სკოლაში გავიცანი.მაშინ პირველ კლასში ვიყავი.ის ისეთი მეგობრული იყო მაშინვე დამიმეგობრდა და აი ასე დღემდე ჩემს გვერდითაა.მას მამა(ალფა) რვა წლის ასაკში გარდაეცვალა,ახლა კი მხოლოდ მამიკო დარჩა,მას ქაი ჰქვია.ისეთი კარგი,კეთილი,გამგებიანი ომეგაა მეორე მამად ვთვლიდი და როდესაც ჩემი მშობლები დაიყუპნენ საკუთარი შვილივით მივლიდა.დღეც არ გავა რომ არ მომიკითხოს.ხან თეჰიონს ურეკავს და ისე გებულობს ჩემს ამბებს ხანდაც მე მირეკავს.ზუსტად ორი წუთის წინ ველაპარაკე.
ახლა ვხვდები ვის გავს თეჰი ასეთი კარგი.ნამჯუნი,ჯინი და მინ ჰოც უზომოდ მენატრებიან,ჩემი პატარა ოჯახი.
ეს ის ადამიანები არიან ვინც ცხოვრებას მილამაზებებ და საკუთარ თავეზე მეტად მიყვარს.
ძალიან ბედნიერი ხარ მაშინ როდესაც შენს გვერდით შენი საყვარელი ადამიანები არიან.
ისინი უნდა დააფასო,ყოველ დღე უნდა აგრძნობინო რომ გიყვარს და შენთვის ძვირფასები და მნიშვნელოვნები არიან,რადგან არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს მომავალში.
ალბათ ყველაზე მეტად იმას ვნანობ და იმაზე მწყდება გული რომ ჩემი მშობლების გვერდით არ ვიყავი ბოლო წუთებში.საავადმყოფოში მისვლა ვერ მოვასწარი სანამ გარდაიცვლებოდნენ
და ამისთვის უაზრო მიზეზი მქონდა რასაც მოგვიანებით გაიგებთ.
ვნანობ რომ ვერ მოვასწარი მათთვის ბოლოს მეთქვა რომ მე ისინი ყველაზე ძლიერ მიყვარდა,იმასაც ვნანობ რომ ხშირად არ ვეუბნებოდი მათ ამას,შანსი რომ მომეცეს ყოველ წამს წარსულში სადაც შემეძლებოდა ყველგან ვეტყოდი რომ "მამიკო,დედიკო მე თქვენ ყველაზე მეტად მიყვარხართ,თქვენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები ხართ,მადლიერი ვარ რომ თქვენ ჩემს ცხოვრებაში ხართ და ჩემზე ზრუნავთ..."-ვეტყოდი მაგრამ უკვე გვიანია.
ჩემი ყველაზე ბედნიერი მოგონებები მათთან ერთად გატარებული დროა,ისე მენატრება ისინი რომ ყველაფერს გავიღებდი კიდევ ერთხელ რომ ჩამერგო თავი დედის კისერში ჩავხუტებოდი და მისი ტკბილი სურნელი მეყნოსა რომელიც ყველაზე ტკბილი იყო ჩემთვის დედამიწაზე ,ყველაფერს გავიღებდი რომ კიდევ ერთხელ მესეირნა ხელ ჩაკიდებული მამასთან ერთად ქუჩაში და მისი თბილი ხმა მომესმინა რომელიც მუდამ ჩემზე ზრუნავდა და მარიგებდა.
ეს ჩემი ბავშვობა იყო ასეთი ტკბილი და კარგი მაგრამ....არ დამსცალდა რომ მათი სიყვარული კიდევ და კიდევ, უფრო ბევრი და ბევრი შემეგრძნო,ისე გამომაცალა ცხოვრებამ ეს ყველაფერი ხელიდან თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი,წამგლიჯა ბედნიერება და თან წაიღო წარსულში.
ახლა კი ვარ აქ და ისევ და ისევ ვტირი,ისევ და ისევ მადგება თვალზე ცრემლი მათი გახსენებისას.
ასეთია ცხოვრება.ზოგისთვის ტკბილი ზოგისთვის ბავშვობიდან მწარე,იმას არ ვამბობ რომ ყველა სულ ბედნიერია,არა "ბედნიერებაში" და "სიტკბოში" ბაშვობას ვგულისხმობ.
ამიტომ დააფასეთ ტქვენი მშობლები,ჩაეხუტრთ მათ და უთხარით უბრალო სიტყვა "მიყვარხარ",რომელსაც ყველაზე დიდი ძალა აქვს მთელს მსოფლიოში.
_____________________
❤️
YOU ARE READING
✨კუნძული✨
Historical Fictionჯიმინი, ომეგაა რომელიც მომაბეზრებელი ცხოვრებით დაიღალა და გადაწყვეტს წავიდეს დასასვენებლად სეიშელის კუნძულებზე. რას მოუტანს მას ბედი და როგორ აღმოჩნდება გემზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო სრულიად უცხო დაუსახლებელ კუნძულზე სრულიად უცხო ალფასთან ე...