💫part 2💫

283 16 0
                                    

Jimin pov:
დილით საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს.ვგრძნობ რომ ზემოდან რაღაც მძიმე მადევს და მალევე ვაცნობიერებ რომ ეს თეჰიონია.არა რა მაინც არ უნდა დამელია ამდენი ახლა თავის ტკივილით უნდა დავიტანჯო და ეს ამხელა ზვირთი კიდევ ჩემზე რომ წევს უნდა გადავაგდო თორემ ნამდვილად გამგუდავს.

ჯმ-თაე გაიღვიძე,ადექი ვეღარ ვსუნთქავ-ძლივს ამოივილაპარაკე.
თე-ჰმმმმმ....-ოდნავადაც კი არ განძრეულია.
ჯმ-ოეეეე ვირო ადექი თორე დამაბრტყელებ ჩვენი მეზობელი ბებოს ბლინებივით და მერე ვინღა მოგიმზადებს ნაბახუსევისთვის წვნიანს!?
თე-კარგი,კარგი ვდგები დაწყნარდი ჩემო წიწილა არ ინერვიულო.-დამცინავად მომიგდო.
ჯმ-ხომ გითხარი ეგრე ნუ მეძახიმეთქი?
არა რაა ეს ბავშვი მალე თავს მომაკვლევინებს.
თე-კარგი რა ჩემო მოჩი ხომ იცი როგორ მიყვარხარ რატომ მიბრაზდები?ჰა?
ჯმ-ახლა კიდევ მოჩი?შემდეგში რაღა ვიქნები?
თე-ჰმმ მაგაზე ვიფიქრებ.
ჯმ-წადი გაიარე ბავშვო არავის დაეკარგო.
გამახსენდა რომ თავი მტკიოდა ამიტომ ეს მამალი ძროხა ჩემიდან ჩამოვაგდე და საპირფარეშოში შევედი.ხელ-პირი დავიბანე,კბილები გავიხეხე და სამზარეულოში გავედი.
მართალია წვნიანის მომზადების თავი არ მქონდა მაგრამ სხვა რა გზა მაქვს.ან თავის ტკივილი მომკლავს ან წვნიანის გაკეთებისას გავაცხებ სულს.
მაცივრიდან პროდუქტები უნდა გამომელაგებინა როდესაც კარზე დააზარუნეს.
ჯმ-თეჰიონ!კარზე ვიღაცაა გააღე რა!

ხმას არავინ მცემს.ამ ბავშვს თუ ისევ ძინავს სამუდამოდ დავაძინებ.

ჯმ-თეჰიონ არ გესმის!?

ოხ,სხვა რა გზა მაქვს მაცივარი დავხურე და მისაღებში გავედი.ეს კლეოპატრა ბავშვი ეტყობა სააბაზანოშია შხაპის ხმა ისმის.
კარები გამოვაღე და იქ ჯინი მხვდება მინ ჰოსთან ერთად.

ჯნ-დილამშვიდობისა ჯიმინ,როგორ ხარ?ხომ არ გაგაღვიძეთ.
ჯმ-დილამშვიდობისა ჯინ. არა არა სამზარეულოში ვიყავი წვნიანი უნდა მომემზადებინა ნაბახუსევისთვის.გუშინ მე და თაემ ძველი დრო გავიხსენეთ და.-ვთქვი და სახლში შემოვიპატიჟე მინ ჰოს გადავეხვიე და სასტუმრო ოთახში დავბრუნდით.ჯინმა წვნიანის გაკეთება თავის თავზე აიღო ამიტომ ახლა მე და მინ ჰო დივანზე კომპიუტერში ვთამაშობთ.

ჯმ-ჯინ ჩემი ძმა სადაა?
ჯნ-რაღაც საქმეები ჰქონდა და მალე მოვა.
ჯნ-ისე თეჰიონი სადაა?
ჯმ-სააბაზანოშია შხაპს იღებს,აი ისიც.-თქვა ჯიმინმა და თაესკენ გაიხედა რომელიც საპირფარეშოდან ახალი გამოსული იყო.

თე-დილამშვიდობისა ჯინ, აქ ვინ გვყოლია!-თქვა თეჰიონმა და მინ ჰოსკენ გამოიქცა.თეჰის ბავშვები ძალიან უყვარს.გარდა ამისა მინ ჰო და თე საუკეთესო მეგობრები არიან.არ დაგიმალავთ და ხანდახან მათზე ვეჭვიანობ,რადგან როდესაც ერთად არიან ისე ერთობიან მე სულ ვავიწყდები ხოლმე,ახლაც გადამაგდეს ამიტომ საქმე რომ ვერაფერი ვნახე ჩემს ოთახში ავედი თავის ტკივილთან ერთად.
გადავწყვიტე ჩემი დანაზოგისთვის გადამევლო თვალი და თქვენ წარმოიდგინეთ უკვე საკმარისი თანხა მაქვს,რადგან ხვალ ხელფასს ვიღებ.
არ მჯერა მე ეს შევძელი სეიშელის კუნძულებზე წასვლას ვახერხებ.თითქმის ორი წელია უკვე ამისთვის თანხას ვაგროვებ.
ზეგ შვებულებას ავიღებ და ერთი თვით წავალ დასასვენებლად.თაეს თან წაყვანაც მინდოდა მაგრამ ვერ ახერხებს რადგან გამოცდებისთვის ემზადება ამიტომ მარტო წასვლა მიწევს. ეს უკეთესიცაა საკუთარ თავთან განმარტოებას შევძლებ.
ქვევიდან ხმაურო შემომესმა და მივხვდი რომ ნამჯუნი მოვიდა ამიტომ ქვევით ჩავედი.
ჯმ-ჰიონ როგორ ხარ?ძალიან მომენატრე.-ვთქვი და ჩემ დიდი ხნით უნახავ ძმას გადავეხვიე.
ჯმ-ისე ხშირად რატომ აღარ მსტუმრობ?
ჯუნი-მაპატიე ფუნთუშავ ამ ბოლო დროს ძალიან გადატვირთული ვარ.-ხო ჩემი ძმა პატარაობიდან ფუნთუშას მეძახის.საერთოდ ყველას ძალიან უყვარს ჩემთვის ზედმეტსახელების დარქმევა,ამათ ძალიან ხომ არ გაუტკბათ?
ჯუნი-სამსახურში რაღაც პრობლემებია და,შენ არ იჯავრო ყველაფერი კარგადაა.
ჯმ-კარგი ჯუნ.მე ახალი ამბავი მაქვს!-წამოვიძახე უცებ რის გამოც ყველას ყურადღება ჩემზე გადმოვიდა.-ზეგ შევძლებ ბილეთის ყიდვას და სეიშელის კუნძულზე გამგზავრებას.მაგრამ მანამდე შვებულების საქმეები უნდა მოვაგვარო.დროებითი მენეჯერი უნდა მოვძებნო რომელიც ამ დროის მანძილზე შემცვლის.
ჯინი-რაააა?მაგარია ჯიმინ!როგორც იქნა შეძლებ გამგზავრებას.
თე-მართლაც რომ ძალიან მაგარია!გილოცავ ჯიმინ!
ჯუნი-ჩემი პატარა ძამიკო.ხომ იცი რომ იქიდან რაიმე სუვენირი უნდა ჩამომიტანო?
ჯმ-რათქმაუნდა ჯუნ.
იმ საღამოს ბევრი ვიხალისეთ,ვილაპარაკეთ და გეგმები დავაწყვეთ ჩემს გამგზავრებასთან დაკავშირებით.
იმედია ყველაფერი კარგად იქნება, ისე როგორც დავგეგმე.
____________________________________
ესეც მეორე თავი.დიდი ალბათობით მესამესაც დღეს დავდებ არვიცი ვნახოთ.დავოუთება და დაკომენტარება არ დაგავიწყდეთ.მინდა რომ თქვენი შთაბეჭდილებები გამიზიაროთ ამ პიკთან დაკავშირებით🫶✨💮

✨კუნძული✨Where stories live. Discover now