Jimin pov:
თვალებს ვახელ, იქით-აქეთ ვიყურები
და ჯონგუკს რომ ვერ ვხედავ ხელებზე ვიწევი და უფრო გულდასმით ვათვალიერებ გარემოს.
ნეტავ სად არის? ან მოიცადე რა მოხდა? ჯანდაბა ჯანდაბა და ისევ ჯანდაბა! გული რატომ წამივიდა? ან ახლა სად ჭირშია ეს დაწყევლილი ალფა!? უნდა ვეჩხუბო!ველოდები, ველოდები და ველოდები, ალბათ უკვე ნახევარი საათია რაც გავიღვიძე და არსად ჩანს? იქნებ მოკვდა ან რომელიმე მტაცებელმა შეჭამა ჯუნგლებში? მოიცადე სადმე წავიდა და მე ასე დამტოვა მარტო? ძალიან ბევრი აზრები მაწუხებს! ვეღარ მოვითმინე და ბოლო ხმაზე ვიღრიალე:
ჯმ- ჯონგუკ!!!- ცოტახნით ვაყოვნებ მაგრამ არაფერია.- ჯონგუკკკ!- ვყვირი კიდევ უფრო ძლიერად მაგრამ ისევ არაფერი.- ფეხზე ვდგები და მთვარის შუქზე განათებულ სანაპიროს მივუყვები და ისევ გაუჩერებლივ მის სახელს ვიძახი მაგრამ ამაოდ.
უკვე პანიკა მეწყება. სუნთქვა მიხშირდება და აქეთ-იქით გაუჩერებლივ ვიყურები.- ჯონგუკ! სად ხარ!? თუ ეს ხუმრობაა მაშინებ! ჯონგუკ მეშინია!- თვალები მიცრემლიანდება და სლუკუნს ვიწყებ.
სრულიად სიბნელეში ჩავიკარგე. არ ვიცი სად ვარ მაგრამ აქ მთვარის შუქიც ვერ აღწევს.
ჯმ- ჯონგ...- უნდა დამემთავრებინა მაგრამ რაღაცას პირდაპირ ცხვირით შევასკდი. როდესაც ნაცნობი არომატი შევისუნთქე დავწყნარდი. ჩემი ფერომონებიც დამშვიდდა და ალფას გულ-მკერდზე ჩავებღაუჭე.
შეიძლება გარედან ჯიუტი, შეუპოვარი, თითქოს თავხედი და ამაყი ვჩანვარ მაგრამ როდესაც მეშინია სრულიად უსუსური ვხდები.
ახლა კი ჯონგუკის მკერდზე ჩაბღაუჭებული ვსლუკუნებ.ჯკ- ჩშშშ... დაწყნარდი აქ ვარ.- ხელებს მხვევს და ნაზად მითათუნებს მარჯვენა ხელს. მის მშვიდ ფერომონებს გამოყოფს და მეც უფრო ვწყნარდები და ვდუნდები.
ჯმ- სად იყავი? შემეშინდა.- ვთქვი სლუკუნით.
ჯკ- მე უბრალოდ აქაურობას ვათვალიერებდი, ვცდილობდი რაიმე გამოსადეგი მეპოვნა... ბოდიში რომ მარტო დაგტოვე და შეგაშინე. შენ უბრალოდ ისე გათიშული გეძინა როდესაც გული წაგივიდა...- თქვა დამნაშავესავით და დავიფიცებ რომ თავჩახრილი დასჯილი ბავშვივით იდგა, შეიძლება ვერ ვხედავ მაგრამ ვგრძნობ, და უცებ გამახსენდა რომ მასთან საჩხუბარი მაქვს, როდესაც გავიაზრე რას ვაკეთებდი მოვცილდი.
ჯმ- საერთოდ როგორ შეგეძლო!?- გაღიზიანებულმა ოდნავ ხმამაღალი ტონით მივმართე.
ჯკ- რაა?- მიპასუხა დაბნეულმა.
ჯმ- ბარემ ჩაგეხრჩვი შენს ფერომონებში!- გამოვცარი კბილებში.
ჯკ- შენ რა ვერ ხვდები?- მითხრა გაკვირვებულმა.
ჯმ- რას?
ჯკ- იმას რომ ჩვენ ჭეშმარიტები ვართ!
ჯმ- რაა!?- პირი დავაღე და თვალები იმხელაზე დავპრაწე სადაცაა გადმომეყრებოდა.
ჯკ- ხო, ნუთუ მართლა ვერ ხვდები? აბა რატომ გახვევს ჩემი სურნელი თაბრუს და რატომ მოქმედებს ასე ძალიან შენზე? რატომ წაგივიდა მაშინ გული როდესაც ზედმეტად ბევრი ფერომონები გამოვყავი?
ჯმ- მოიცადე ეს როგორ შ-ენ შენ ჩემი სურნელი გიზიდავს?
ჯკ- თანაც როგორ შენი სურნელი ისე მომწონს მინდა რომ მთელი ცხოვრება დაუსრულებლად ვისუნთქო, შენი სურნელით გავიჟღინთო ფილტვები. ჩვენს ჭეშმარიტებაზე ჯერ კიდევ მაშინ შემეპარა ეჭვი როდესაც თვითმფრინავში პირველად შენი არომატი ვიგრძენი.
თუ მკითხავთ რომ რა ფაქტმა ჩამაგდო ცხოვრებაში შოკში ყველაზე მეტად ამ სიტუაციას მოგახსენებთ. ახლა სრულიად შოკურ მდგომარეობაში ვიმყოფები! ერთდროულად დაბნეული, გაკვირვებული, გაბრაზებული, გახარებული და იმედგაცრუებული ვარ, ეს შესაძლებელია?ჯმ- ე...ს ეს იმას არ ნიშნავს რომ შენს სურნელში უნდა ჩაგეხრჩვე!?- არ ვიცი რას ვლაპარაკობ, ისიც არ ვიცი ახლა უბრალოდ რა მეთქმის და ჩხუბს ვაგრძელებ თავის დასაძვრენად.
ჯკ- მე უბრალოდ იმდენად გავერთე და ავღელდი შემი არომატის ჩასუნთქვით რომ შემთხვევით ძალიან ბევრი ფერომონები გამოვუშვი, მაპატიე.- ხმაში დაბნეულობა ეტყობოდა.
ჯმ- ა- არაუშავს...
ჯკ- მოდი ისევ სანაპიროზე დავბრუნდეთ აქ ძალიან ბნელა.- მეუბნება და ხელს მაჯაში მავლებს. მეც უბრალოდ მინდობილად მივყვები უკან.
სანაპიროზე ვბრუნდებით და ქვიზე ფოთლებს ვყრით.
ძალიან დავიღალე ამიტომ უკვე მეძინება. ვწვები.
ჯმ- ძილინებისა ჯონგუკ.- ვამბობ მშვიდად.
ჯკ- ძილინებისა ფისო!- თავხედი! ისევ ნერვებს მიშლის მაგრამ ახლა მასთან ჩხუბის თავი არ მაქვს რადგან უკვე თითქმის მძინავს. მის სურნელს აქაც კი ვგრძნობ ამიტომ ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ვერც ვხვდები ისე სწრაფად მეძინება.
_______________________
ესეც ასე😌 თქვენი ნანატრი ახალი თავი. ბოდიშს გიხდით რომ გალოდინეთ, რაღაც წერის ხასიათზე არ ვიყავი მაგრამ თქვენი კომენტარები მოტივაციას მაძლევს!
ისიამოვნეთ წაკითხვით🫶🫶🫶
თქვენი შთაბეჭდილებები და ემოციები კი გამიზიარეთ❤️❤️
მადლობა რომ ჩემს პიკს კითხულობთ ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს!
დროებით!🥰🥰🥰🫶🫶
YOU ARE READING
✨კუნძული✨
Historical Fictionჯიმინი, ომეგაა რომელიც მომაბეზრებელი ცხოვრებით დაიღალა და გადაწყვეტს წავიდეს დასასვენებლად სეიშელის კუნძულებზე. რას მოუტანს მას ბედი და როგორ აღმოჩნდება გემზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო სრულიად უცხო დაუსახლებელ კუნძულზე სრულიად უცხო ალფასთან ე...