თავი 9

106 14 11
                                    

niki’s pov

დილა ზედმეტად ქაოსურად დაიწყო. ჯერ სოლჰიმ ამაწიოკა სად ხარ ამდენი ხანი უკვე პირველია და შენ გელოდებითო. იმის გაფიქრებისას, რომ უკვე კარგად ვაგვიანებდი საწოლიდან გველნაკბენივით წამოვხტი და მზადებას შევუდექი. ინფორმაციის გადასამოწმებლად დრო აღარ დავხარჯე ოთახი კი შტორმ გადავლილს დავამსგავზე, დედა კი ამისთვის ნამდვილად მიმაკლავს, რადგან პატარაობიდანვე მასწავლიდა, რომ სისუფთავე და წესრიგი ყველაზე მნიშვნელოვანია. თმების სწორებაში ვიყავი როდესაც სულ უნებლიედ სარკის ზემოთ დაკიდულ საათს მოვკარი თვალი რა წამსაც მოძრავი ხელები ადგილზე მიშეშდება, შემდეგ კი ტელეფონს ვიღებ იმის გადასამოწმებლად რამე ხომ არ მელანდება მაგრამ მასზე აღბეჭდილი დროის შემდეგ ვხვდები და ვიაზრებ,  რომ არც არაფერი მომჩვენებია და ჯერ კიდევ დილის რვა საათია... იმის გაცნობიერებისას რომ სოლჰიმ ასე სულელურად გამაცურა სიმწრით მეცინება და ჩემს ხელში მოქცეულ ტელეფონს ხელის გათეთრებამდე ვუჭერ მალე ალბათ ყურებიდან ბოლს გამოვუშვებ. არა ამისთვის აუცილებლად მოუწევს გადახდა! არ შევარჩენ!

,, რიკი საყვარელო საუზმე მზადაა შოკოლადიანი პურები და კაკაოიანი რძე ჩამოდი და ჭამე უჭმელი არ წახვიდე” გონზე დედის ძახილს გამოვყავარ. აგჰ ახლა უკვე დიდი ვარ, ჩვიდმეტი წლის ვარ ბოლოს და ბოლოს რაღა დროს ჩემი შოკოლადიანი პურები და კაკოაიანი რძეა, მე რა ისევ ბავშვი ვარ?!

,, მოვდივარ დეე!”ეჰემ ნუ ეხლა...  მაგიდაზე გამზადებულ საჩუქარს ხელს ვავლებ და დაბლა ჩავდივარ სასაუზმოდ.

***

,,ჩემი ასე გასულელებისთვის პასუხს მოგთხოვ სოლჰი!” უკვე გარეთ გასულს პირდაპირ ამ წინადადებით ვიწყებ საუბარს და საპასუხოდ მხოლოდ მის ჭიხვინს ვიღებ, რაც საკმაო გაკვირვებას მაიძულებს.

,,შენ რა ბედავ და დამცინი კიდეც?!”

,, ღმერთო ჩემო...შენ...ვაი...ცუდად...ვარ” უკვე სიცილისგან ლამის ჩაიკეცოს იქამდეა მისული.

Sketchbook~VOL.2Where stories live. Discover now