სკოლიდან გამოსვლის შემდეგ სახლის გზაზე მივაბიჯებთ...ნუ უფრო ჯეი, მე კი მის ზურგზე ვარ შემოსკუპული და თავს მის მხრებზე ვასვენებ. გზადაგზა კი ვხითხითებთ.
,, ჯეი ახლა მგონი დროა დამსვა, თორემ დარწუნებული ვარ საკმაოდ დაიღლებოდი” ვამბობ უკვე შეწუხებული იმ აზრით, რომ მას ვაწუხებ. ჩემს ყურთასმენას კი მისი ჩაცინების ხმა ესმის.
,, სოლჰი, მშვიდად. მე მამაკაცი ვარ თანაც ძლიერი, ასე რომ ჩემთვის შენი ტარება სულაც არ წარმოადგენს პრობლემას” ამბობს და დარწმუნებული ვარ კმაყოფილიც იღიმის.
,, ოჰოო, ვიღაც განარცისდა ვატყობ” ვიძახი ჩაცინებით.
,, ნარცისი? და ვინ?... მე? ფშშ სულაც არა მე უბრალოდ ფაქტებს ვუსვავ ხაზს” აცხადებს სიამაყით. მეც დანებების ნიშნად თავს ისევ, მის მხარზე ვაბრუნებ და სახლამდე მივდივართ.
***
,, აი უკვე მოვედით, ჩამოსკუპდი” შესძახა მხიარულად და ფრთხილად ჩამომსვა.
,, მადლობა” ვუღიმი და თან ჩანთიდან გასაღებიც ამოვიღე, რომლითაც სახლის კარები გავაღე. ჯეი კი შინ შევიპატიჟე.
,, სახში მარტო ყოფილხარ” გარემოს თვალს ავლებს და ასკვნის. ფეხზე კი ბაჭიის ჩუსტებს იცმევს, რომელიც სპეციალურად მისთვის შევიძინე.
,, ხო დღეს დედაჩემიც მუშაობს ამიტომ საღამომდე მარტო მიწევს ყოფნა” მეც ვუხსნი, ნივთებს მისაღებ ოთახში ვაწყობთ და დივანზე ვსხდებით.
,, მაშ გამოდის ცოტა ხნით უნდა დავრჩე რომ მოგხედო” ამბობს და მიღიმის.
,, მეც შემიძლია ჩემ თავს მივხედო არ მინდა შეგაწუხო” ვაპროტესტებ, მაგრამ რათქმაუნდა მინდა რომ აქ იყოს.
,, ეგ მეც ვიცი, მაგრამ ახლა უნდა დაისვენო. თან ისე ნუ მელაპარაკები თითქოს ერთმანეთი გუშინ გავიცანით და ძალიან მორიდებული ხარ” მიხსნის წარბაწევით.
,, ახლა კი ოთახში ადი და მოწესრიგდი, მე კი რაიმე წვნიანს მოგიმზადებ” მიღიმის და თავზე მეფერება...როგორი საყვარელია.
YOU ARE READING
Sketchbook~VOL.2
Fanfictionმოკლედ ეს წიგნი არის ჩემი პირველი წიგნის "სკეტჩბუქის" მეორე ვერსია. პერსონაჟები რათქმაუნდა იგივეა მხოლოდ ამბავი არის ოდნავ შეცვლილი და იმედია მოგეწონებათ<3