დილით დიდი შემართებით ავდექი. საუცხოოდ კარგ ხასიათზე ვიყავი, რაც დიდი ალბათობით დღევანდელი ამინდის დამსახურება იყო. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხასიათი დღისბოლომდე გამყვება და არაფერი გამიფუჭებს გუნებას. გემრიელად გავიზმორე და ავდექი, მოვწესრიგდი, ჩანთას სასწრაფოდ დავავლე ხელი და დაბლა სამზარეულოსკენ გავეშურე. იქ ჩასვლისას დედა დამხვდა, რომელიც კონტეინერში აწყობდა კექსებს, მაგრამ ერთი განსხვავებით.
,, დედა სამი კონტეინერი რატომ დევს მაგიდაზე?” გაკვირვებული ვსვავ კითხვას.
,, ხომ მესამე ნიკისთვისაა, მაშინ რომ ვიყავით ძალიან მოეწონა ბავშვს, ამიტომ წაუღე გაუხარდება” პასუხსაც მალევე ვიგებ და ეგ გადაწყვეტილება დიდად არც მომწონს. ეხლა მაგისთვისაც უნდა ვატარო საჭმელი?! რა გაეწყობა.
ჩემი და ნიკისთვის განკუთვნილი კონტეინერი ჩანთაში დავაბინავე, ხოლო ჯეისი ხელში დავიკავე, რადგან გზაშივე გადავცემ. დედას მადლობა გადავუხადე. სანამ გარეთ გავიდოდი სათანადოდ გამოვეწყვე და კარებიც გავაღე. დღის შუქმა უეცრად თვალები მომჭრა, ცივი ჰაერი ფილტვებში ჩავუშვი და ზღურბლსაც გადავაბიჯე.
ჰორიზონტზე კი ჯეისთან ერთად მეორე სხეული შევნიშნე, მისი დანახვა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა. ჯერ ის ვერ მომინელებია რომ ჩემი მეზობელია და ახლა უკვე ჩვენთან ერთადაც უნდა იაროს. ყველაფერს აფუჭებს...ზოგადად თუ ვინმე მკითხავს თუ რატომ მაქვს მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, ალბათ პასუხს ვერც მე გავცემ. დიახ, ზუსტად არც მე ვიცი. ჩემში სულ უცნაურ ემოციებს ბადებს, რაშიც ბოლომდე მეც ვერ ვერკვევი და სწორედაც რომ ეგ არის ჩემი მის მიმართ გაბრაზების მიზეზი. ასევე ყოველთვის ჩემს გამოწვევას ცდილობს, რაც ძალიან მაცოფებს და მინდება ეგ ლამაზი სახე უფრო გავულამაზო. ერთი სიტყვით და ორი გაგებით არ მეხატება გულზე...წერტილი.
ჩემს ზემოთ ხსენებულ პოზიტიური ხასიათს, მხოლოდ ჯეი არ აძლევს უფლებას ბოლომდე გაქრეს. კონტეინერით ხელში წინ მივიწევ თვალს კი ნიკისკენაც ვაპარებ, რომელიც ხელებგადაჯვარედინებული დგას და უჟმური სახით გასცქერის არემარეს... ნუ ისედაც სულ მასე დადის.
YOU ARE READING
Sketchbook~VOL.2
Fanfictionმოკლედ ეს წიგნი არის ჩემი პირველი წიგნის "სკეტჩბუქის" მეორე ვერსია. პერსონაჟები რათქმაუნდა იგივეა მხოლოდ ამბავი არის ოდნავ შეცვლილი და იმედია მოგეწონებათ<3