გარემო ცოტახნით, სიჩუმემ და გაურკვევლობამ მოიცვა. ერთმანეთს ორივე გაოცებულები ვუყურებდით, სანამ ხმა ქალბატონმა ჰანამ არ ამოიღო.,, რა მოხდა ბავშვებო, ერთმანეთს იცნობთ?" მომლოდინე სახით შემოგვყურებს.
,, დიახ, როგორ შეიძლება არ ვიცნობდეთ ერთმანეთს, ჩვენ ხომ კლასელები ვართ" ამბობს ნიკი, ჩემთვის ნაცნობი ცინიზმით.
,, ოჰ, მაშ უკვე იცნობთ ერთმანეთს ძალიან კარგი ახლა კი წავიდეთ ვივახშმოთ" მხიარულად შემოჰკრა ტაში და წინ გაგვიძღვა.
მაგიდასთან ადგილი ჩემი მშობლების გვერდით დავიკავე. ნიკი კი ჩემს წინ იჯდა რომელიც მიბღვერდა, მაგრამ ჩემი ყურადღება ახლა სუფრაზე გაშლილ, გემრიელ კერძებს ექცეოდა. რომლებიც მალე დაბინავდებოდნენ ჩემს მუცელში... რა ვქნა მიყვარს ჭამა.
ვახშმისას მშობლები სხვადასხვა თემებს განიხილავდნენ მე და ნიკი კი ჩუმად ვიჯექით და კერძებს შევექცეოდით. შემდეგ კი ალბათ, ამ სიჩუმის გამო მოვექეცით მათი ყურადღების ცენტრში.
,, ბავშვებო, ასე მორიდებულად რატომ ხართ? ერთმანეთს პირველათი რომ ხედავდეთ კიდე ხო, მაგრამ ახლა სულ სხვა შემთხვევაა" ჩაგვეძია ქალბატონი ჰანა. ნიკის გავხედე რომელიც მე მიყურებდა და როდესაც მივხვდი რო ვერაფერს ამბობდა გადავწყვიტე ეს მე გამეკეთებინა.
,, ოჰ არა მორიდებულად არ ვართ უბრალოდ, სკოლაში ერთმანეთს ხშირად ვხედავთ და სალაპარაკო თემაც გამოგველია" მეტი დამაჯერებლობისთვის ბოლოში ღიმილიც დავამატე.
,, სხვათაშორის მინდა გითხრათ, რომ კერძები ძალიან გემრიელია" ეს თემის გადატანის გზით, მაგრამ სრული სიმართლე.
,, მიხარია თუ მოგეწონა. ამიერიდან აქ ხშირად იარე, მე კი დიდი სიამოვნებით მოგიმზადებ სხვადასხვა გემრიელობებს" ამბობს თიმილით და ბოლოში თვალსაც მიკრავს... მაცდური წინადადებაა.
,, დიდი მადლობა" ვუღიმი და თავს ვუკრავ.
,, ეხლა ამის პარპაშიღა მაკლია ჩემს სახლში" ვიგებ ნიკის კომენტარს, რომელსაც მხოლოდ ჩემს გასაგონად ბუტყუნებს. საპასუხოდ დაბღვერილი მზერა და წიხლი კოჭში გავუგზავნე.
YOU ARE READING
Sketchbook~VOL.2
Fanfictionმოკლედ ეს წიგნი არის ჩემი პირველი წიგნის "სკეტჩბუქის" მეორე ვერსია. პერსონაჟები რათქმაუნდა იგივეა მხოლოდ ამბავი არის ოდნავ შეცვლილი და იმედია მოგეწონებათ<3