niki’s pov
უკვე საღამო ხანია გულაღმა ვწევარ და ვისვენებ. უეცრად, დღევანდელი დღე მახსენდება, გვერდით დადებულ ტელეფონს ვიღებ და ჩანაწერის ყურებას ვაპირებ, რომელიც საერთოდ არ მაქ ნანახი რაც გადავიღე. დამთავრებისას ღიმილი შემეპარა ბაგეებზე. უეცრად, ყველა იმ მომენტის დაკავშირებას ვიწყებ ერთმანეთთან რაც აქამდე დამინახავს, მაგრამ მაშინ უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევდი, როგორ შეუფერადდებოდა სოლჰის ლოყები ჯეის დანახვაზე ან თუნდაც, მასთან ახლოს ყოფნის დროს, როგორ ხდებოდა ნაზი, როგორი სულელი ვიყავი ამას აქამდე რომ ვერ მივხვდი... ჯანდაბა! უეცრად ვხტები საწოლიდან და ფეხის გაკვრით სამეცადინო მაგიდასთან მყოფ სკამსაც თან ვიყოლებ, რომელიც ოთახის ცენტრში ეცემა.
,, ხო მშვიდობა გაქვს რიკი?” დაბლიდან დედაჩემის ხმა ისმის. როგორც ჩანს ხმაურს ოთახიდან გაუღწევია.
,, კი დედა მშვიდობაა, უბრალოდ მათემატიკის მაგალითი ამოვხსენი და ზედმეტად გამიხარდა” ვიძახი და თან სკამს ვაბრუნებ თავის ადგილას.
,, შენ უნდა გამაგიჟო რა” ერთს მსაყვედრულობს და ცოტა ხანში ირგვლივ სიჩუმე ისადგურებს. სკამს ვწევ და ვთავსდები. შემდეგ ისევე წინანდელზე მეფიქრება და ვხვდები, რომ ახლა ეს საიდუმლო ისევეა ჩემს ხელთ, როგორც სოლჰი, უბრალოდ ერთი არასწორი ნაბიჯი და ყველაფერი დამთავრდება. ემოციების დაცლის მიზნით მაგიდაზე დადებულ სკეტჩბუქს ვიღებ, სადაც ჩემი სხვადასხვა ნახატები მოიპოვება. ახლა კი არვიცი რატომ, მაგრამ გადავწყვიტე დღის მთავარი გმირი დავხატო...დიახ სოლჰი.
***
დილით ტრადიციულად მაღვიძარა მირღვევს სიმყუდროვეს. ჯერ კიდევ ნახევრად გამოფხიზლებული ვიწევი საწოლიდან. თვალში კი ჯერ კიდევ ჩემი დაუმთავრებელი ნახატი მხვდება, რომელსაც გუშინ ჩემი ძილის საათები შევალიე და ახლა ძილბურანში მყოფი სააბაზანოსკენ ვიღებ გეზს სადაც ჯერ კარებს ,,ვეხუტები” ხოლო შემდეგ შიგნითაც ვაბიჯებ.
YOU ARE READING
Sketchbook~VOL.2
Fanfictionმოკლედ ეს წიგნი არის ჩემი პირველი წიგნის "სკეტჩბუქის" მეორე ვერსია. პერსონაჟები რათქმაუნდა იგივეა მხოლოდ ამბავი არის ოდნავ შეცვლილი და იმედია მოგეწონებათ<3