თავი 5

104 10 8
                                    

დილის სიჩუმეს ტელეფონის ხმა არღვევს. ვიშმუშნები, ყურადღებას არ ვაქცევ, გვერდს ვიცვლი და ძილს ვაგრძელებ იმის მოლოდინში, რომ ოდესმე ხმა გაწყდება, მაგრამ არა, ისევ ტვინის წამყებად ხმაურობს. მეც მობეზრებულად ისევ პირვანდელ მდგომარეობას ვუბრუნდები და ხელს ვშლი რომ ტელეფონს მივწვდე აღებისას კი თვალების გაუხელლად ვპასუხობ.

,, გისმენთ” ვამბობ მთქნარებით.

,, მისმენ კი არა რომელი საათია?!” ჯეის ხმის გაგონებაზე ელდანაცემივით ვხტები ლოგინიდან და საათს შევყურებ...ჯანდაბა! ვაგვიანებ.

,,ჯეი...”

,, ხო ჯეი, დროზე!” არაფრის თქმას აღარ მაცდის და თიშავს.

წარამარა ოთახიდან ოთახში დავრბივარ რას როგორ ვიცმევ საერთოდ არ ვაკვირდები კიბეებზე ნაჩქარევად ჩავდივარ საუზმობას აღარც კი ვაღსენებ დედას ნაჩქარევად ვემშვიდობები და გარეთ გავდივარ სადაც ხელბგადაჯვარედინებული ჯეი დგას.

,, ოჰჰჰ.. სოლჰი” ახლოს მისვლისთანავე ხვნეშის და ჩემს სახელს ახსენებს, მაგრამ აღარ ვაცდი.

,, ვიცი ვიცი ახლა სწრაფად ვიგვიანებთ” ხელზე ვექაჩები მაგრამ ადგილიდან არ იძვრის მეც წარბებშეკრული ვუყურებ.

,, სოლჰი ჩუსტები გაცვია...” ამბობს და თვალებით ფეხებზე მიმანიშნებს მეც სწრაფადვე ფეხებზე გადამაქვს მზერა და კიდევ ჯანდაბა!

,,ოჰჰ არაა!” ერთს ამას ვიძახი და ისევ სახლში შევრბივარ ჩისტებს ჰაერში ვისვრი და ფეხსაცმელებს ვწვდები ვიცმევ და თასმებსაც ნაჩქარევად ვიკრავ გარეთ ისევ გარბივარ ჯეის ხელს ვკიდებ ახლა უკვე მასაც მივარბენინებ.

,, ერთხელაც გადამრევ” ამასღა იძახის და შემდეგ ორივე გზაზე ვკონცერტრირდებით.

***

სკოლაში სულ რაღაც ხუთი წუთი დავაგვიანეთ. კლასში შევხტით ბოდიშის ძახილით რასაც ქვია და ამ მასწავლებელს, მგონი ამდენი ხნის ნაწვალები და დამახსსოვრებული მათემატიკა, სულ დაავიწყდა ისეთი სახე ქონდა. ერთი გვითხრა მეორეთი ეცადეთ არ დაიგვიანოთო და ჩვენც ადგილები დავიკავეთ. ახლა კი ვზივართ და ყურადღებით ვუსმენთ მასწავლებელს, რომელიც სახლში მოცემულ დავალებებს განიხილავს.

Sketchbook~VOL.2Where stories live. Discover now