დილა ისევ იგივე ნაირად დაიწყო, ვფიქრობ აღწერა უინტერესო იქნება. სამზარეულოში ჩასვლისას ისევ სენდვიჩებს ვაკეთებ, უბრალოდ განსხვავებული ის არის რომ მათ გულის ფორმები აღარ აქვთ რადგან არ მინდა ისევ გუშინდელი ინციდენტი განმეორდეს, ჩემი საიდუმლო განმჟღავდეს და ჯეისთან ურთიერთობა გამიფუჭდეს მიას გამო. არვიცი უკვე მიხვდით თუ არა მაგრამ მე ჯეი მომწონს. ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი როდესაც, ნატკენ ფეხს მიმუშავებდა და თავისი მზრუნველი თვალებით შემომყურებდა...კარგით ხო, ზუსტად არ ვიცი ამას როდის მივხვდი მაგრამ მომწონს. ის ჩემს მიმართ ყოველთვის თბილი და მზრუნველია, რამეში დახმარება თუ მჭირდება ყოველთვის გვერდში მიდგას. ერთი სიტყვით მარტო არასდროს მტოვებს. ამიტომ არ მინდა ჩემი ასეთი გრძნობების გამო, ის ურთიერთობა გავაფუჭო რაც ახლა გვაქ, ამას ნამდვილად ვერ გადავიტან. ჩემს კონტეინერს ჩანთაში ვინახავ, მეორე კი ხელში მიჭირავს და კარისკენ მივიწევ. გაღებისას კი ჯეი მხვდება, რომელსაც ხელი ჰაერში აქ გაშეშებული. ცოტა რომ მომეცადა ზარის დარეკვასაც მოასწრებდა.
,, ოჰ დამასწარი” იცინის და გზას მითმობს რომ გავიდე.
,, დღეს შეგიბრალე” მეც ვიცინი და კარებს ვკეტავ.
,, ხო მართლა, შენი ლანჩი” ვუღიმი და კონტეინერსაც ვუწვდი.
,, იცოდე ასე დახვედრას თუ მიმაჩვევ, შემდეგში სულ ასე გაგრძელება მოგიწევს თორემ, გაგებუტები” ამბობს გამჭოლი მზერით, მე კი მეცინება.
,, ეს სულაც არ წარმოადგენს რაიმე პრობლემას, პირიქით” ვამბობ და ვიცინი.
,, იცი, ძალიან მანებივრებ” ამბობს და ზემოდან დამყურებს.
,, ვიცი” მოკლედ ვპასუხობ და თვალის ჩაკვრაც არ მავიწყდება. შემდეგ ეცინება, მხარზე ხელს მხვევს და მხიარულად მივუყვებით სკოლისაკენ მიმავალ გზას.
კლასში შესვლისას ვხედავ ნიკის, რომელიც ამ სიცარიელეში მარტო წამოსკუპულა და ტელეფონს ჩაჰკირკიტებს. გამარჯობას კი მარტო ჯეისთვის იმეტებს...უხეში.
YOU ARE READING
Sketchbook~VOL.2
Fanficმოკლედ ეს წიგნი არის ჩემი პირველი წიგნის "სკეტჩბუქის" მეორე ვერსია. პერსონაჟები რათქმაუნდა იგივეა მხოლოდ ამბავი არის ოდნავ შეცვლილი და იმედია მოგეწონებათ<3