თავი 10

83 11 5
                                    

ni-ki’s  pov:

სახლამდე გზა არ იყო დიდი და დამღლელი, მაგრამ იყო ძალზედ შემაწუხებელი. მთელი გზა ყანყალში გავატარე. ერთხელ მანქანის ჭერსაც ავარტყი თავი და სოლჰის ,, აყლაყუდა რომ ხარ მაგის ბრალია” კომენტარიც არ გამომრჩენია. შეძლებისდაგვარად მკაცრად გავხედე და თვალები დავუბრიალე ნიშნად იმისა, რომ თუ არ მოისვენებდა კარგი დღე არ დაადგებოდა, მან კი უბრალოდ დამცინავად შემომხედა და ლაქლაქი განაგრძო...მჰჰ ცოტა ხანი დამაცადე სოლჰი ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს!

ეზოში შესვლისას და მანქანის დაყენების მერე, ყველანი ჩამოვლაგდით მანქანიდან. ფილტვები  სასიამოვნო გრილი სუფთა ჰაერით გავავსეთ, შემდეგ კი ბიძია ჯივონი მოვიდა და ყველას სათითაოდ ჩაგვეხუტა ,, მანქანაში წესიერად ვერ მოგესალმეთ”ო დეიდა ჯივუც შემოგვეგება, რომელიც პირველ სართულზე სამზარეულოში ფუსფუსებდა და თბილად ჩაგვიხუტა. 

ხმაურზე ყეფა ყეფით ჩამოირბინა სკაიმ. სკაი ჯეის ძაღლია, რომელიც ორი წლის წინ აჩუქეს მშობლებმა დაბადების დღეზე და რაც თავი გვახსოვს სულ ჩვენს თვალწინ იზრდება. როგორ მახსოვს პირველად რომ ვნახე ხელის გულზე მეტეოდა ახლა კი დიდი ბიჭია.

ჩვენი დანახვისას სიხარულისგან წრეზე დატრიალდა და კუდის ქიცინით მოირბინა ჩვენთან.

,,სკაი დიდო ბიჭო” ვიხრები და ვეხუტები თან მის ღუნღულა ბეწვს ხელს ვუსვამ სკაიც ინაბება და თავის სიყვარულის გამოსახატავად ხელზე მტლოკავს.

,, კარგით აბა ბავშვებო მაღლა ავიდეთ” ჯეის ხმის გაგონებაზე სკაი პირველი არბის მაღლა და კიბეებიდან გვიყეფს. ჩვენც მხიარული განწყობით ვუერთდებით მას და მეორე სართულის მისაღებში ვინაცვლებთ.

მისაღებში ჯეის ბიძაშვილები სონუ და ნამრა გვხვდებიან. სონუ თხუთმეტი წლისაა ნამრა კი ხუთი წლის პატარა გოგოა.

სონუ ტელეფონშია ჩამძვრალი და არც კი გვიმჩნევს. ნამრა ჩვენს დანახვაზე იმორცხვებს. ჯეისთან მიდის, ჯეიც უღიმის და პატარას ხელში იყვანს, შემდეგ სონუსთან მიდის და საყვედურობს. ისიც დედამიწაზე ბრუნდება და აწითლებული ყველას სათითაოდ გვესალმება.

Sketchbook~VOL.2Where stories live. Discover now