დამთავრების შემდეგ, მასწავლებელს შევყურებ რომ რაიმე მითხრას, ან შემისწოროს და აი მალევე ყურადღების ცენტრშიც ვექცევი.
,, კარგია სოლჰი, ასე თუ გააგრძელებ წაგახალისებ და ერთ ქულას მოგიმატებ” ამთავრებს და მიღიმის, ხომ, ასეთი წახალისება სულ სხვა საკითხია.
ადგილს ვუბრუნდები და ნიკის ფხუკუნი იქცევს ჩემს ყურადღებას, ნეტა ვიცოდე რა აცინებს, ალბათ თვითონ ბევრი იცის.
,, ყოჩაღ სოლჰი, ახლა უკვე წსგახალისეს და წესით მოტივაციაც გაქვს სამეცადინოდ, წარმატებები”ვითომ თანაგრძნობით მაძლევს რჩევას.
,, მგონი ეგ წარმატება ახლა შენ უფრო გჭირდება” ვეუბნები და მასწავლებლისკენ ვანიშნებ.
,, ნიშიმურა დაფასთან” ნიკიც თვალებს ატრიალებს და მილაზლაზებს, ძნელი გამოსაცნობი არ არის რომ დღეისთვის არ მომზადებულა.
დაფასთან დგას და თავისთვის ცოდვილობს, დაცინვაში არ ჩამომართვათ, მეც ვყოფილვარ მასეთ დღეში მაგრამ ახლა, ეს სიტვაცია ძალიან სასაცილოა მის სახეს რო ხედავდეთ თქვენც დამეთანხმებოდით.
,, 21-ე საუკუნის აინშტაინო, ეგ ახალი გამოგონებები გვერძე გადადე და რაც ვისწავლეთ ის დაწერე” უკვე შეწუხებული ვუკეთებ კომენტარს და კლასიც ხარხარს იწყებს, ნიკი კი გადაწითლებული შემომყურებს, დიდი ალბათობით ალბათ უკვე ფიქრობს როგორ მომკლავს.
როგორღაც ახერხებს და წერს, ადგილზე დაბრუნებისას კი მკაცრი მზერით მაჯილდოვებს, კარგია ეხლა ცოტას მეც გავერთობი. გამოკითხვის შემდეგ, უკვე ახალ თემაზე გადავედით და როგორ მოხდა...ისევ ვერაფერი ვერ გავიგე.
ზარის შემდეგ, კაფეტერიაში ჩავდივართ და ადგილებს ვიკავებთ. სიამის ტყუპებიც ჩვენთან ერთად არიან, ისე როგორ. ჭამისას კი ვხედავ რომ ჯეი ნიკის ჩემს გაკეთებულ გულის ფორმის სენდვიჩს უნაწილებს... არა! ეგ ხომ სპეციალურად მისთვის გავაკეთე.
YOU ARE READING
Sketchbook~VOL.2
Fanfictionმოკლედ ეს წიგნი არის ჩემი პირველი წიგნის "სკეტჩბუქის" მეორე ვერსია. პერსონაჟები რათქმაუნდა იგივეა მხოლოდ ამბავი არის ოდნავ შეცვლილი და იმედია მოგეწონებათ<3