-მერამდენედ უნდა ვთქვა არათქო!გამწარებული ბიჭი გაჰყვირის თავის პატარა დას.
-მოგიწევს თეჰიონ. გთხოვ ჩემი ბედნიერებისთვის.
დაღონებულიმა გოგონამ უკვე ცრემლების ღვრა დაიწყო. უეცრად კი ქვითინით გავარდა მისაღებ ოთახიდან თავის ოთახში.
თეჰიონიც მალევე ავარდა მეორე სართულზე და კარები ხმაურიანად მოაჯახუნა.
მივიდა თავის ფუნფულა საწოლზე და დაენარცხა.იგი ცუდად გრძნობდა თავს იმიტომ რომ ერთადერთ დას უყვირა. მაგრამ რა ექნა უეცრად თხოვა რომ სახლიდან წასულიყო. შეუყვარდა მამაკაცი რომელსაც საკუთარი სახლიც არ გააჩნდა და უნდოდა აქ ეცხოვრათ მხოლოდ მაგ ორს.
თეჰიონი პოვ:
რას ქვია სახლიდან უნდა წავიდე? ამ სახლის ყიდვაზე მე უფრო მიძღვის წილი რადგან თითქმის ჩემს ნაყიდად ითვლება.
ჩემს ფიქრებში გართულმა ვერ მივხვდი თუ როგორი გამწარებული მიბრახუნებდა ჩემი და კარებზე.
წამოვდექი გაბრაზებული და ჩემს ფიქრებში არეული. გავაღე კარები ჩემი დებილი და კი თავ ჩახრილი მიდგას წინ.
-აღარაფერი აღარ თქვა გთხოვ!
მეც ჩავხარე თავი და მოვეფერე მის რბილ თმას.
-ჯანდაბას წავალ და სხვაგან ვიცხოვრებ იმ პირობით თუ ფულს დამიმატებ სახლისთვის.
სიცილით ვუთხარი მალე კი ისიც ავიყოლიე.
-მართლა?
გაპრწყინებულმა შემომხედა.
-მართლა ლილუ მართლა.
-სახლი უკვე გიშოვე.
-უკვე? ასე გინდა აქედან მალევე წავიდე?
გაბრაზებით მივუგე და ზურგით დავუდექი.
-კარგი მართლა გიშოვე სახლი და ხვალე ჩემი ქმარი მოვა და შენც ხვალე წახვალ.
გამიღიმა და მეც ღიმილით ვუპასუხე.
-ისე ხო დამავიწყდა. ოთახის მეზობელი გეყოლება.
-რა?
ლილუს მივუბრუნდი და თვალები ვაჭყიტე.
-ხო რა ვქნა თეჰიონ ნახევარ ფასში იყო და მეტი შესაძლებლობა არ მქონდა.
მისმა ნათქვამმა იმედი გამიცრუა მეგონა რომ ძალიან კარგ ბინაში მომიწევდა ცხოვრება და თურმე ოთახის მეზობელიც მეყოლება.
-კარგი გასაგებია.
წყნარად ვუთხარი და კარები მოვუხურე. გავაღე ჩემი ტანსაცმლის კარადა და დავიწყე ბარგის ჩალაგება.
ავტორი პოვ:
თეჰიონს გული წყდებოდა სახლიდან წასვლის გამო რომელიც მისმა დამ და თითონ შეიძინეს ცალკე. რაღაც მიზეზების გამო.
საწყალი ბიჭი ნერვიულობდა იქნებადა ვერ შეწყობოდა თავის ოთახის მეზობელს. არ უნდოდა რამე მომხვდარიყო ისეთი რაც მისთვის საზიანო იქნებოდა.
ერთადერთი დის ბედნიერებისთვის გარემოს შეცვლა გადაწყვიტა და თავისი ნაწვალებით ნაყიდი სახლი თავის დას და მის სიძეს მიანდო."მეორე დღე"
თეჰიონი პოვ:
დადგა დღე რომ ჩემი დის გულისთვის სხვაგან გადავიდე საცხოვრებლად.
მართალია ადგომის თავიც არ მქონდა მაგრამ რა გაეწყობოდა ხო უნდა წავსულიყავი აქედან.
საშინლად მწყდება გული ჩემი დის გამო რეებს ვაკეთებ და მაინც არ მაფასებენ.კამოდზე დადებულ ტელეფონს ხელი დავტაცე და ჩავრთე.
მთქნარებით ინსტაგრამზე შევედი და უეცრად ვიღაცა დაკუნთული ბიჭის ფოტო ამომიგდო რომელიც ტან ზევით შიშველი იყო.-ეჰ მშურს...
მე არ მაქვს კუნთები და არც პატარა კუბიკები ჩემს მუცელზე. ზედმეტად ნაზი კანი მაქ ბიჭის თაობაზე და პატარა სახე რომელზეც ადრე დამცინოდნენ. მათი წარმოსახვით გოგოს ვგავდი. მაგრამ საკმაოდ ბევრ გოგოს მოვწონდი სკოლაში. ზედმეტად მოვლილი და მოწესრიგებული ვიყავი ლამაზი სახით რაც ბევრ გოგოს მოსწონდა ჩემში.
უბრალოდ გული მწყდება იმაზე რომ ბავშვობიდანვე ბევრი მეგობარი არ მყავს. იმედია გამიმართლებს და საუკეთესო მეგობრები ვიქნებით მე და ჩემი ოთახის მეზობელი. რომელიც ჯერ კიდევ არ მინახია.ჩავიცვი რაც ხელში მომხვდა რადგან არ ვთვლიდი რომ რამე ორიგინალურად უნდა მცმოდა.
__________
ესეც პირველი! იმედია შინაარს მიხვდით და მოგეწონათ ამბავიიი. დღეს ან ხვალე დავდებ ახალ თავს. ნახვამდის❤️