თავი მეორე

83 10 3
                                    

"თეჰიონი"
ჩემს დას სახლის ამბავზე უკვე ყველაფერი ჰქონდა მოგვარებული. ჩემს დასთან დიდი დამშვიდობების შემდეგ  გამოვედი სახლიდან ამოვისუნთქე სახლს თვალი შევავლე და გავუდექი დანუშნულების ადგილს. ძალიან კარგი ამინდი იყო ასერომ ფეხით წასვლა გადავწყვიტე. ცოტა ხანი მაღაზიაში შევიარე სასუსნავები ვიყიდე და ჭამა ჭამით მივდიოდი ჩემს ახალ სახლში.

უკვე სახლის წინ ვიდექი საკმაოდ კარგი 2 სართულიანი. სხვა ბინებთან შედარებით ეს გამორჩეულად გამოიყურებოდა და გამიკვირდა კიდეც ლილუმ ასეთი სახლი რომ აარჩია ჩემთვის.

კარებზე დავაკაკუნე რომ დავაკაკუნე რამოდენიმე წუთი არავინ აღებდა კარს. მართალია სახლის გასაღები მქონდა მაგრამ მერიდებოდა პირდაპირ შესვლა.

დიდი ლოდინის შემდეგ გასაღები მოვიმარჯვე და გადავატრიალე. ახალ სახლში შევედი ლამაზი იყო ძირითადად მუქ ფერებში. იატაკი სრულიად პრიალებდა და ლამაზი დიდი თეთრი ფარდები რომლებიც ნიავის გამო ფრიალებდა.

-არის აქ ვინმე?

დაბალ ხმაზე დავიყვირე მაგრამ არავინ გამაგონა.

ჩემი ნივთები დროებით ტახტს მივაყუდე და სახლს თვალიერება დავუწყე. 2 საძინებელი ზევით სართულზე. გადავწყვიტე დაბლა ჩასვლა და მაგიდაზე თეთრ ფურცელს მოვკარი თვალი.

ავიღე ხელში და გადავშალე.

"Yo შენ იქნები მქონი ჩემი "სახლის მეზობელი" თუ ამ წერილს კითხულობ ზევით სართულზე მეორე ოთახი შენია პირველში მე ვარ ახლა სამსახური მაქვს და ვერ ვახერხებ დახვედრას იმედია ვიმეგობრებთ".   "ჯეონ ჯონქუქ"

-ნუ....

არ ვიცოდი რა მეფიქრა ამ პიტზე ან ამ წერილის დასაწყისში ეს "yo" რა აუცილებელი იყო? თავში არეული ბიჭი ჩანს.

"რამოდენიმე საათის შემდეგ"

კარზე ზარი მესმის მე კიდე წინსაფრით მივრბივარ კარის გასაღებად.
წინსაფარი მივაგდე ტახტზე შემდეგ კი კარი გავაღე.
მაღალი მოკლე შავი თმით ხელზე ტატუები რომლებიც მთლიანად ფარავდა თავის მარჯვენას. მოკლე თეთრი მაიკა ტყავის დიდი შარვალი ხელში კი შავი მოსაცმელი ეჭირა. ბიჭს საშინელი სუნი სდიოდა ეტყობოდა რომ დალეული იყო. თითქოსდა სასმელში იბანავაო.

-იო
ხელი ამიწია და გამიღიმა.

-ჯეონ ჯონქუქი?
-მიცნობთ?
გაკვირვებით მითხრა და დაკვირვება დამიწყო. პირდაპირ ზევიდან დამყურებდა ისეთი მაღალი იყო. 1 თავით ჩემზე მაღალი ჩანდა.
-ა უი სახლის მეზობელო შენ ხარ?
უბრალოდ თავი დავუქნიე და მოვშორდი კარებს.
სახლში შემოვიდა ფეხსაცმელები გაიხადა იქვე დააგდო თან პიჯაკიც მიაყოლა.
მე სამზარეულოში გავედი და ჩემი საქმის კეთება დავიწყე.
ჯონქუქი მომიახლოვდა ჭიქაში წყალი დაასხა და გვერდით მომიდგა.

-რა გქვია?
მშვიდად მითხრა და გამიღიმა.
-თეჰიონი. კიმ თეჰიონი
-სასიამოვნოა მე ჯო....
-ვიცი შენ ჯონქუქი ხარ წერილის ბიჭი.
თვალი გავაყოლე და გავუჩემე.
-ცუდად არ გამიგო მაგრამ საშინლად ყარხარ ალკოჰოლის გამო.
-უი ბიდიში ახლავე წავალ აბაზანას მივიღებ.
კიდევ გამიღიმა და მალევე ავიდა ზევით სართულზე.
მე კი მივირთვი ჩემი გაკეთებული საჭმელი და ჩემს ოთახში ავედი.

________________

იმედია მოგეწონათ ესეც დავასრულე. ნახვები არააქვს დიდად და გული მწყდება. ნახვამდის🫶🏻

მხოლოდ სახლი გვაქ საერთო!(დასრულებული)Where stories live. Discover now