"თეჰიონი"
სადღაც 2-3 დღეა გასული რაც ჩემს ახალ სახლში ვცხოვრობ. იმ ოთახის მეზობელთან ერთად რომელიც მეგონა რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდებოდა.
მაგრამ შევცდი. მასზე სახელის და ასაკის მეტი ვერაფერი გავიგე. რადგან სულ იმიზეზებს რომ გადატვირთული გრაფიკის გამო სამსახურში გვიანობამდე უწევს მუშაობს. გამარჯობის თქმაც არ იცის. მოკითხვაზე კი ლაპარაკი უკვე ზედმეტია. ყველაზე საშინელი კი ის არის რომ სულ ალკოჰოლის სუნით ყარს. რაც უკვე ჩემთვის გამაღიზიანებელია. თავის ოთახს მარტო "საღორე" ს თუ ვუწოდებ. მიკვირს როგორ სძინავს მანდ საკმაოდ მშვიდად.
დღეს შაბათია თითქმის ყველა მომუშავე ისვენებს. მაგრამ ჩვენი "ბატონი" ჯონქუქი დილაადრეან წამოდგა და გაიქცა სამსახურში ისე რომ არც მოვუკითხივარ.
ახლა კი საღამოა სახლში სულ მოწყენილი ვზივარ. სულ ლოგინში წოლით ჭამით და ტელევიზორის ყურებით მოვიმატე კიდეც.
ჯანდაბა ლილუ რა დამმართე ლილუ.ნეტა ცოტა ხანი მოეცადათ და მე ვუყიდდი ბინას რომ გადასულიყვნენ და მერე ესიყვარულათ ერთმანეთისთვის.
-ეჰ თავიდანვე უნდა მეფიქრა.
ტუჩები გამოვბზიკე და ამოვიხვნეშე.
მალევე კი კარებზე ზარი მომესმა.
დაზარებით წამოვდექი და კარი გავაღე.აი ამ დროს კი ჯონქუქის დანახვას არ მოველოდი.
როგორც ყოველთვის საშინელი სასმლის სუნი მეცა.
-გამარჯობა.
წყნარად მითხრა ისე რომ არც გამიღიმა არც შემომხედა და უხეშად გამკრა მხარი. ეგრევე კი თავის ოთახში უსიტყვოდ აიჭრა.
-ღმერთო ეს ბიჭი ნერვებს მიშლის უკვე.
ზედმეტად ხმამაღლა მომივიდა და მივხვდი რომ გაიგო მაგრამ საერთოდ აღარც მაინტერესებდა რას იფიქრებდა ჩემზე.