ავტორი პოვ:თეჰიონს ძილი ისე გაეწელა რომ შუადღისას მოუწია ადგომა. დაზარებით საწოლზე წამოჯდა ნელნელა ადგა და სააბაზანოში შევიდა. სახე მოიწესრიგა
კბილები დაიხეხა და თმა გაისწორა.მიხვდა რომ "ბატონი" ჯონქუქი კიდევ სამსახურში გაიქცეოდა ადრიანად და ისევ მარტო მოუწევდა მთელი დღის მარტო გატარება. მაგრამ ჯონქუქთან ერთად ყოფნას მოწყენილობა ერჩივნა.
მაიკაც არ გადაუცვია მოკლე შორტებით გაემართა პირველ სართულზე რადგან არავინ უშლიდა სახლში ფუფუნებას მითუმეტეს თუ მარტო უწევდა ყოფნა.
თეჰიონმა მალე ჩაირბინა კიბეებზე სამზარეულოში შევიდა და მაცივარი გამოაღო.
მალევე კი ვიღაცამ ჩაახველა თითქოსდა სპეციალურად რომ თეჰიონის შეემჩნია მისი იქ ყოფნა.
ბიჭმა მაცივარი შიშით მოხურა.მალევე კი დაინახა ჯონქუქი ჰუდში და შორტებში რომელიც მაგიდასთან იჯდა და გემრიელად მიირთმევდა სადილს.
თეჰიონს საკმაოდ შერცხვა რადგან ტან ზემოთ შიშველი იყო.
უფრო კი იმის შერცხვა რომ 27 წლის ბიჭს ერთი პატარა პრესიც არ ჰქონდა.ძნელად ნერწყვი გადაყლაპა მალევე კი ჯონქუქის გაღიმებულ სახეს შეხედა.
-სახლში რომ არ ვარ სულ ესე დადიხარ?
დამცინავად უთხრა და ლუკმა გადაყლაპა.
თეჰიონი სირცხვილის გრძნობით გაგიჟდა.-ჯ..ჯონქუქ შენც აქ ყოფილხარ.
-კი რამდენი ხანია აქ ვარ და შენს ბულბულივით სხეულს ვუყურებ.
თეჰიონმა სახეზე ხელი აიფარა და მეორე სართულზე გამწარებულმა აირბინა.
-ჯანდაბა ჯანდაბა მაინც და მაინც ახლა რატო არ ჩავიცვი ის დედა აფეთქებული მაისური თან ამ მოკლე შორთტებში.....
აუუუ საშინლად მრცხვენია!-რისი გრცხვენია?
ოთახში ბოხი ხმა გაისმა. თურმე ჯონქუქი დიდი ხანი აკვირდებოდა თეჰიონის ქმედებებს და საუბარს.
-არაფერი!
ამჯერად ჩაცმულმა თეჰიონმა ოთახიდან გასვლა გადაწყვიტა მაგრამ ბიჭმა შეაჩერა.