თავი მეათე

40 6 0
                                    

"თეჰიონი"

-ლილი!

მკაცრად ყვირის ჯონქუქი თავისი ოთახიდან. მე კი ჩემს ოთახში ვარ და მისი ხმა აქაც კარგად მესმის.

ინტერესის გამო მეც გავედი ჯონქუქთან ლილი კი უკვე შესული იყო მასთან.

-შეგიძლია ჩემი ოთახი დაალაგო უნდა გავიქცე სამსახურში მაგვიანდება.

-რათქმაუნდა ბატონო ჯონქუქ აბა მე აქ სხვა რისთვის ვარ.

დაწვრილებული ხმით თქვა რაც მაღიზიანებს.

ჯონქუქმა ჩემი იქ ყოფნა შეამჩნია.

-თეჰიონ ერთი წუთით შენს ოთახში შედი და მოვალ ახლავე.

-კარგი.

ჩემს ოთახში გამოვედი მალევე და ჯონქუქის შემოსვლად დაველოდე.

-პატარავ.
ქუქი მალევე შემოვიდა და გადამეხვია.

-ბოდიში სამსახურის გამო შენთან ცოტა დროს ვატარებ გამიგე გთხოვ.

-არაუშავს ქუქი მესმის.

ნაზად ვუთხარი და ტკბილად ვაკოცე.

-მადლობა რომ გესმის ჩემი.

კიდევ ერთხელ მაკოცა და გასვლა დააპირა ოთახიდან.

-მიყვარხარ!
შემომძახა და გავიდა.

-მ..მეც.
გავძახე უკვე ოთახიდან გასულ ჯონქუქს მალევე კი დაბლა სართულზე ჩავედი.

ლილი უკვე სახლის დალაგებაში იყო.
ეს გოგო არ ისვენებს სულ რაღაცას ალაგებს არადა ვერ ვატყობ რომ ამ სახლს ამ წუთას რამე აქვს დასალაგებელი.

უჩუმრად სამზარეულოში შევედი და ერთი ჭიქა წყალი დავლიე.
ჩემს ოთახში დაბრუნება გადავწყვიტე როდესაც ლილიმ უხეშად დამიძახა.

-ჰეი შენ!

-"ჰეი შენ?"

-არ მითხრა რომ ბატონი ჯონქუქი მოგწონს.

ჩვენმა მოახლემ არ იცის ჩვენი ურთიერთობის შესახებ რადგან ჯონქუქმა გაითვალისწინა ჩემი ნათქვამი და დამალა ჩვენი ურთიერთობა.

მხოლოდ სახლი გვაქ საერთო!(დასრულებული)Where stories live. Discover now