კრებაზე
ყველანი ჩუმად ვისხედით. ხმას არავინ ვიღებდით. მინდოდა ხმა ამომეღო და ყველაფერი მეთქვა, მაგრამ არ ვიცოდი რითი დამეწყო.
სიჩუმე ბებიამ დაარღვია, რომელსაც არ ჰქონდა იმის ნერვები რომ ჩუმად მჯდარიყო.- ამოღერღე! რა მოხდა?
-....
- თქვი თორემ კრებას ჩავშლი!
- არა!
- მაშინ რატომ მოიწვიეთ კრება თუ არაფერს იძახით?!
- ვიტყვი! ეს ძალიან სერიოზული საკითხია!
- გისმენ. - თქვა დამშვიდებულმა ბებიამ მე კი მოყოლა დავიწყე.
ყველაფერი დაწვრილებით ჩამოვარიკრიკე ერთ ამოსუნთქვაზე და ბოლოს დასვენებულმა ჰაერი ჩავყლაპე.- ესეიგი დაიკო მითხოვდება? - ნაგლური ღიმილით იკითხა ლი რანმა.
- მოისვენე შენ მანდ! - გავუბრაზდი მე.
-სიიიიჩუუუუუუმეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!! - მთელი ძალით დაიყვირა ბებიამ და ყველამ ყურებზე ხელი ავიფარეთ. - ფიქრს მიშლით!
დაახლოებით 20 წუთი ყველა გაყუჩებული ვისხედით. ძალიან ვნერვიულობდი იმაზე ატუ რას გადაწყვეტდა კრება.
- მგონია, რომ ჩვენი საიონი კუთხეში მიიმწყვდიეს. - თქვა უირამ და ნაწყენი თვალებით შემომხედა. იგი ჩემი ძმის იონის საუკეთესო მეგობრის ცოლი იყო.
- გეთანხმები. - თქვა მისმა ქმარმა.
- ეი! გამოსავალი ყოველთვის არსებობს. - წამოდგა ჯია.
- მგონი ამ ჯერად არა. - დაბალი ხმით თქვა იურამ.
- ისე....- დაიწყო ბებიამ. - ეს კარგი შანსია...
- რას გულისხმობ? - გაკვირვებულმა ვიკითხე მე.
- იმას რომ ეს კარგი შანსია იმისთვის, რომ იმუგი ხაფანგში შემოვიტყუოთ.
ხმა ვერ ამოვიღე არ მინდოდა ის სიტყვები გამეგონა რაც სიცოცხლეს გამიმწარებდა.
- შენ თუ მას ცოლად გავყვები და თუ მას თავს ისე შეაყვარებ, რომ ვერაფერი დაგიშაოს მაშინ მორჩა! თამაში მოგებული გვაქს! მას დავიჭერთ და ბალანსის ღმერთს მივაბარებთ. მან იცის როგორც მოექცევა მას. - სერიოზული ხმით მამცნო ბებიამ.
- არა! არა, არა! უბრალოდ რომ მოვკლათ ვერა?
- ასე არ გამოვა შვილო. ამ ჯერად ის ზედმეტად ძლიერია. - ცდილობს დამარწმუნოს პაპა.
- მე რატომ არ მეკითხებით? ხვდებით მაინც რის წინაშე მაყენებთ?
- ბებია საიონი მართალია. როგორ იმეტებთ შვილიშვილს ამისთვის? თქვენ არ ამბობდით, რომ ძლიერები ხართ? აბა სად არის თქვენი ძლევამოსილება?! ნუთუ მართლა სხვა ვერაფერს გახდებით?! - ხმას აუწია იონმა.
- როგორ ბედავ...
- როგორ ვბედავ?! ის ჩემი სისხლი და ხორცია! ჩემი ღვიძლი დაა!
- დაწყნარდი იონ! - მხარზე ხელი მოკიდა რანმა.
- შემეშვი ერთი!
- ხო და საერთოდ მე რატომ მოინდომა მსვერპლად?! ჯია არ არსებობს?! ის არ უყვარდა?!
- ეი! - ხაიყვირეს ერთად ცოლქმარმა.
- შეწვიტეთ კამათი! - დაიყვირა პაპამ.
- ყველაფერი გადაწყვეტილია! შენ! - მიმართა მან პაპას. - ბალანსის ღმერთს გაუგზავნე წერილი! იმუგი სანდო ხელებშია!
- კი დაიკო გაუგრთხილდი არ აწყენინო. - გაიღიმა რანმა.
- თუ ასე უფრთხილდები შენ გაყევი მაშინ ცოლად! - ვუპასუხე მე.
- ეეეე!
- მოიცადეთ! უცნობი ნომერი მირეკავს! - წყნარად გვთხოვა ჯიამ. ჩვენც გავჩუმდით. - გისმენთ? ვინ ბრძანდებით?
- აბა რა გადაწყვიტეთ? თუმცა უკვე ვიცი პასუხი...
- რა ყველაფერი იცის მაგ დამპალმა!- ჩავიჩურჩულე მე.
- თანახმაა. - პირდაპირ უთხრა ჯიამ.
- მშვენიერი! გადაეცი რომ ხვალ 3 საათზე, ჩინგუს პარკში შევხვდები. მოვიდეს! დიდხანს ლოდინი არ მიყვარს.
- მოვა.
ამ დროს, ლი იონი წამოხტა და ჯიას ტელეფონის დასალეწად გაიწია. ლი რანი და მისი მეგობარი ამშვიდებდნენ მას.
იმუგიმ ტელეფონი გათიშა. ჯიამ მე გადმომხედა ბოდიშის ნიშნად. აბა რა უნდა მეთქვა? მე ვინ რას მეკითხება? გამოსავალი არ მაქვს.
YOU ARE READING
კუმიხოს სიყვარულის ისტორია
Fantasyნუ მგონია გაგიგიათ დორამა " ზღაპარი კუმიხოზე" . უმეტესი ნაწილი ამ დორამიდან ამოვიღე მაგრამ ძალიან შევცვალე. რა იქნებოდა თუ ლი რანს და ლი იონს ყოლოდათ და რომელიც მატ მტერს მოყვარედ აქცევდა? რა მოხდება თუ კუმიხოს ( მათ დას) შეუყვარდეს სულ სხვა არსება...