15.თავი

17 3 2
                                    

მე კი პულტს ვტაცე ხელი.

- გადავრთავ! საინტერესო არ არის. - გადავრთე სხვა არხზე მაგრამ იქაც კოცნის სცენა. მე ისევ უხერხულად მივიხედე იმუგისკენ და გადავრთე. ისევ კოცნის სცენა!მეხუმრებით? სხვა არაფერია?! - ჯობია გამოვრთო.დიდი არაფერია. - ვთქვი და მივხედე იმუგის რომელიც უცნაურად მაშტერდებოდა და თვალს არ მაშორებდა. - რაიყო?

მან პასუხი არ გამცა და ჩემკენ მოახლოება დაიწყო.

- რას აკეთებ?

პასუხად ისევ არაფერი და უკვე ჩვენი სახეები მხოლოდ ხუთი სანტიმეტრით არის დაშორებული. მე კი დივანზე ვწევარ. იმუგი ჩემს ზემოდან მოექცა. მუცელმა ჩხვლეტა დამიწყო და სუნთქვა შემეკრა. იგი უკვე უნდა მიჰკარებოდა ჩემ ტუჩებს, რომ შეჩერდა. ადგა და ჩვენ ოთახში ავიდა. მე გაშტერებული ვიწექი დივანზე და ვერ მოვდიოდი გონზე.

- იდიოტი! - ძლივს გონზე მოსულმა ჩავიჩურჩულე და წამოვდექი დივანიდან. ცოტა ხნით ეზოში გავისეირნე და გამახსენდა რომ ჩემ ოჯახისთვის არ მითქვია ქორწილის შესახებ. დონგიონს და ჯისუს დავურეკე რათა მათთვისაც მეთქვა და მათ ჩემი ოჯახისთვის. შემდეგ კი სახლში შევიდა საძინებლისკენ გავემართე. იმუგის უკვე დასძინებოდა. გამოვიცვალე, პიჟამოები ჩავიცვი და იმუგისგან რაც შეიძლება შორს დავწექი. მალევე ჩამეძინა.

Pov ავტორი

როდესაც საიონს ჩაეძინა, იმუგიმ მაშინვე გაახილა თავი. ისევ შემოავლო ხელები საიონის წელს და თავისთან მისწია. საბანი კარგად დააფარა, ჩამეხუტა და დაიძინა.

Pov საიონი

როდესაც გავიღვიძე, იმუგი საწოლში ვერ აღმოვაჩინე. ჩემზე ადრე ადგა. გამახსენდა, რომ დღეს ქორწილია და უნდა მოვემზადო.

- აუუუუ!!! მეზარებაააა.....არ მინდააააა!!!! - ვზმუკუნებდი ბალოშის ქვეშ.

როგორც იქნა ავდექი. შევედი აბაზანაში და ყველა წყლის პროცედურა გავაკეთე. მოკლედ თავი მოვიწესრიგე და დაბლა ჩავედი. ვერც იქ აღმოვაჩინე იმუგი.

კუმიხოს სიყვარულის ისტორია Where stories live. Discover now