16.თავი

18 3 1
                                    

  ჩემი ტუჩები მის ტუჩებს მიუახლოვდა და შეეხო. ორივემ თვალები დავაჭყიტეთ. თითქოს დრო გაჩერდა. ჩემმა გულმა სწრაფად ცემა დაიწყო. ხმაც კი მესმოდა. ჟრუანტელმა დამიარა და სუნთქვა შემეკრა. მგონი ასე ერთი წუთი ვიყავით. ძლივს მოვედი გონზე და ავდექი.იატაკზე დავჯექი და ნელა ჩემ ტუჩებს ხელი შევახე. არ მეჯერა რომ ეს მოხდა. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. იმუგიც წამოჯდა მანაც ხელი ტუჩებზე მიიდო და ჩაიცინა. გაბრწყინებული თვალებით შემომხედა და მკითხა:

- შენ მე....შენ...მაკოცე?

ხმა ვერ ამოვიღე. არ ვიცოდი რა მეთქვა. ან რა უნდა მეთქვა?
იმუგი წამოდგა, მიბრუნდა, წამით შემომხედა და სადღაც გაიქცა.

მე კიდე ვზივარ გაშტერებული და ენა გადაყლაპული. დონგიონმა გამომაფხიზლა.

- საიონ! საიონ რა გჭირს? - შემანჯღრია მან. მე მივიხედ-მოვიხედე და დავინახე თუ როგორ მაშტერდებოდა ყველა.

- ხალხო... - ჩავიჩურჩულე მე. - მომკალით...

***

  იმუგი არსად ჩანდა. ვერავინ იპოვა. ეს კი ჩემთვის დიდი შვებაა. მე მანქანაში ვზივარ და იმუგის მსახურს სახლში მივყავარ.  ძალიან დავიღალე. ფანჯარას თავი მივადე და თვალები დავხუჭე. ღამეა. ლამპიონების შუქი დროდადრო თვალებში მაჭყიტავს.

- ქალბატონო. მივედით.

  მე თვალები გავახილე და მანქანიდან გადავედი და სახლში შევედი. ბნელა. ესიგი იმუგი ჯერ არ მოსულა. შუქი ავანთე. შევბრუნდი, რომ ოთახში ავსულიყავი, მაგრამ გზად იმუგი დამხვდა რომელმაც გული გამიხეთქა.

- აიშ! - მივიდე ხელი გუზე. - რა გულს მიხეთქავ! - თავი ავწიე და დავინახე იმუგი რომელიც უცნაურად მიყურებდა. - რა იყო? რა დაგემართა? რანაირი მიყურებ.

  იმუგიმ თავი დახარა მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა:

- შენ ახლა ჩემი ცოლი ხარ! - თქვა და ლოყაზე მაკოცა. მუცელში ისევ ჩხვლეტა ვიგრძენი და თვალები გავაფართოვე. იმუგიმ თვალებში შემომხედა და გაიღიმა. მე უცბად მოვედი გონზე. იმუგი გვერდზე გავწიე და ოთახში ავედი. ოთახის კარი დავხურე თუ არა, ზედ მივეკარი და ნელა ქვემოთ ჩავცურდი.

- ჯანდაბა! რა მომდის? როდის იყო ასე მომდიოდა? დამწყევლეს თუ ჯადო დამადეს?

***

  გამოვიცვალე და პიჟამოები ჩავიცვი.  ძლივს ჩავედი დაბლა სამზარეულოში,  რომ წყალი დამელია. იმუგი ტელევიზორს უყურებდა. ჩუმად მივიპარე ჭიქასთან  მაგრამ დალევა ვერ მოვასწსრი.

- საიონ.

  ამ ხმამ ჭიქა ხელში გამიშეშა და იმუგისკენ ნელა მიმახედა. იმუგი დივანიდა წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა.

- რაღაც ხომ არ გავიწყდება?

- რა?

- პირველი ღამე. - ჩაიჩურჩულა მან.

აქ უკვე გადამეკეტა. როგორ ბედავს ჩემთან მსგავსი რამის თქმას?! ტვინი ხომ არ ამოუვარდა?!

- შენ დაცურებული ხომ არ გაქვს შემთხვევით?!

- სიტყვები...

- სიტყვები შენ უნდა დაიწმინდო იდიოტო! არ მაინტერესებს ვინ ხარ და შავ სიაში წერიხარ თუ არა. კიდევ ასეთ რამეს გაბედავ გპირდები საკუთარი ხელებით მოგახჩობ! - თქვი წყალი დავლიე და გამწარებული ოთახში ავედი. ლოგინზე დავწექი ბალიშები ჩავდე თავი და დავიკივლე. - გველო! საძაგელო ფერფლისნო! - ბალიშებიდან თავი ამოვყავი , საბანი დავიხურე და ჭერს მივაშტერდი. - რა მჭირს? - ჩავიჩურჩულე და თვალები დავხუჭე.

Pov ავტორი

  საიონმა დაიძინა. ქვემოთ კი იმუგი დივანზე სიცილით კვდებოდა. იგი გაეხუმრა საიონს და ამით ერთობოდა. უცბად გაახსენდა მისი პირველი კოცნა. საიონთან კოცნა დ აბალიშში ჩაყო თავი.

- საიონ, საიონ, საიონ! ვინ ხარ პატარა ყურებიანო? - თავი ამოყო , ადგა და ოთახისკენ გაემართა. კარი გახსნა , შუქი ჩააქრო და საიონის გვერდზე დაწვა. საიონს თმა ყურებზე გადაუწია და ჩაეხუტა.

- ახლა ჩემი ცოლი ხარ. ჩემი კუთვნილება. მარტო ჩემი. - გაიღიმა და დაიძინა.

კუმიხოს სიყვარულის ისტორია Where stories live. Discover now