8. თავი

28 3 1
                                    

ამ აბავმა ძალიან დამაფიქრა. ჯობია ჯერ არავის ვუთხრა რაც იმუგიმ მითხრა. იქნებ ის მართალს ამბობს და მართლა შეიძლება რომ ჩემ ოჯახს ავნოს რამე. არ ვიცი არ ვიცი! ძალიან დავიღალე ამ ყველაფრით. გული მტკივა ჩემი ცხოვრების გამო. რა უბედური ვარ.

ცრემლები მომადგა თვალებზე. მანქანაში ვზივარ. გზას გადავუხვიე და ზღვის სანაპიროსკენ გავემართე. როდესაც მივედი მანქანიდან გადმოვედი და სანაპიროსკენ გარბაცით წავედი. მივედი და დავჯექი ცივ ქვიშაზე.

- ბლაყვო კაცო შენ! - დავიყვირე გამწარებულმა. - დეგენერატო! უგულო გველო! წყეულო და უსუსურო! უნამუსო! - თვალები დავხუჭე და ქვიშაზე დავწექი. რომ გავახილე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დავინახე. ამან დამამშვიდა. ცოტა ხნით კიდევ ვიწექი ასე შემდეგ კი სახლში დავბრუნდი.

***

ერთი დღის შემდეგ.

ფიქრები იმუგისთან დაკავშირებით არ მტოვებდა და სიმართლე ვთქვათ მაწუხებდა. ატომაც მე გადავწყვიტე მეშოვა რამე სამსახური და მასზე გადამერთო ყურადღება. გავხსენი კომპიუტერი და დავიწყე ძებნა. საღამოა. უკვე მეორე დღეა რაც იმუგი არ მინახავს. დავისვენე რასაც ჰქვია. უკვე რამდენიმე კომპანიაში ჩავაბარე ონლაინ გასაუბრება.

- დავიღალეეეეეეე...... - ამოვისუნთე მე და ჭერს მივაშტერდი.

" დინ, დონ!"

- ვინ არის ახლა? არ ეზარებათ ბოდიალი? - ვთქვი დაღლილმა. წამოვდექი და შემოსასვლელ კართან მივედი. ჭუჭრუტანაში გავიხედე მაგრამ ვერანინ დავინახე. - ლი რან შენ ხარ? - პასუხად სიჩუმე. - ნუ მაიმუნობ! კარს ვაღებ!

კარი გავაღე და წინ დამხვდა ის, ვისი დანახვაც ყველაზე ძალიან არ მსურდა.
- იმუგი.....

- შენც გამარჯობა ძვირფასო. - გაიღიმა მან და ხელი დამიქნია.

- ჯანდაბა!

- ჯანდაბა კი არა ძვირფასო. - ეს თქვა თუ არა, მაშინვე შემოიჭრა სახლში.

- ჰეი! რა გინდა აქ? სახლი არ გაქვს? რას დაწანწალებ აქეთ-იქით?

- ჯერ ერთიც ჩემი შეყვარებული ხარ! მეორეც ერთი ამის უფლება მაქვს და მესამეც ერთი...

- რა მესამეც ერთი? - მივუჯექი მე მაგიდას სადაც კომპიუტერი მედო, როდესაც მივხვდი რომ სახლიდან ვერ გავაგდებდი.

- არაფერი!

- ახლა აქ რას გააკეთებ? მე შენთვის არ მცალია.

- არაფერს.

- მაშ ისე იჯდები?

- კი.

- კაი... - მე გავაგრძელე კომპიუტერში ძებნა მან კი სკამი მოიტანა ჩემ გვერდზე დაჯდა და ყურება დამიწყო. - რას მომშტერებიხარ? გიშლი რამეს?

- არა! უბრალოდ ზედმეტად ლამაზი ბრძანდებით.

- ეგ მე შენზე კარგად ვიცი. - და გავაგრძელე ჩემი საქმე. ვერც კი გავიგე ისე ჩამეძინა, მაგრამ სანამ დავიძინებდი გავიგე სიტყვები: "მესამეც ერთი მომენატრე მელაკუდა!"

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო🥰 მიხარია რომ კითხულობთ ამ ფიკს 💜 გამიხარდება თუ ვარსკვლავს დააჭერთ. ეს მე იმის მოტივაციას მაძლევს, რომ გავაგრძელო წერა. ასევე მოხარული ვიქნები თუ თქვენ აზრს დაწერთ კომენტარებში და რჩევას მომცემთ 💗

კუმიხოს სიყვარულის ისტორია Where stories live. Discover now