13.თავი

22 2 2
                                    

  სახლში ვარ. ჯისუ არ მოსულა. გულს მიხეთქავს ბებიას ზარი,  რომელიც რეკვას არ წვეტს და ტვინს ჭამს.

- გისმენ ბებია.

- რატომ არ მაგონებ როცა გირეკავ?!

- გასული ვიყავი.

- გასული კი არა გეძინა! - ისე დაიყვირა, რომ ყურმილის  აქედანაც კი გამიხვრიტა ყური.

- რა გნებავთ ბებია?

- საქმე როგორ არის იმუგისთან დაკავშირებით?

- ა იმუგიიიი....ნუ... ბებია იცით.

- შეწყვიტე! არ ილაპარაკო თორემ ცუდად გავხდები.

- კარგი.

- მასთან საცხობრებლად გადადი!

- რა?

- რაც გაიგე! ასე გეგმას ვერ განვახორციელებთ! ასე, რომ დღესვე ეტყვი და დღესვე გადახვალ! სახლს კი ჯისუ მოუვლის. არ ინერვიულო.

- ბებია გინდა, რომ ერთი სახურავის ქვეშ ამ გველთან ვიცხოვრო?!

- დიახ. არჩევანი არ გაქვს. ასე რომ... იძულებული ხარ დამემორჩილო. - თქვა და გათიშა.

- რა ემართებათ ამ ხალხს?! გადამრევენ ვიცი!!! მაგრამ ჯობია ეს საქმე ახლავე მოვაგვარო. მერე ამის თავი არ მექნება.

ვთქვი და დავურეკე იმუგის.

- პატარა ყურებიანო? შენ მირეკავ? რამე მოხდა ხომ?

- იმუგი...

- გისმენ.

- მოდი...ერთ..ად ვვ..იც..ხ..ოვროთ!

- რა?!?!?!

- რაც გაიგე! ამას მეორედ ვერ გავიმეორებ! ვსიო 3 მზად ვიქნები და წამოვალ.

- ოოო ლამაზო... შენ უკვე ყველაფერი დაგიგეგმავს.

- გეყოფა! შენ არ მითხარი შემიყვარეო?! ხოდა შემეგუე!

***

  უკვე გავემზადე, ბარგიც შევკრიბე, ჯისუსაც შევატყობინე, მანქანაში ჩავდე ჩემოდნები და იმუგის სახლის გზას დავადექი. მან მისამართი ჩამიგდო. როგორც მივხვდი ის არ ცხოვრობს ჯიას უფროსის სახლში.
მას ცალკე სახლი ჰქონია.
და აი მივედი დანიშნულების ადგილას და გადმოვედი მანქანიდან. სახლი საკმაოდ დიდი და ლამაზი იყო. მივედი საბარგულთან, რომ ჩემოდნები ამომეღო, მაგრამ სხვამ დამასწრო.
ეს იმუგი იყო. არაფერი უთქვამს. უბრალოდ აიღო მთელი ჩემი ბარგი და სახლში შეზიდა. მეც უკან გავყევი. ის რომელიღაც ოთახში შევიდა და ჩემოდანები კარადასთან დაალაგა.

კუმიხოს სიყვარულის ისტორია Where stories live. Discover now